Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

18.06.2013

 

 

 

 

 

 

დაბადების დღე და ანგარიშების დაყადაღების საფრთხე

 

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 18 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დაარსებიდან ცხრა წელი შეუსრულდა. ზემოიმერული კლუბის დაბადების დღეს მეტად უსიამოვნო ინფორმაციის გაჟღერება დაემთხვა - საქართველოს ორგზის ჩემპიონ ზესტაფონელთა ანგარიშებს დაყადაღება ემუქრება.

 

ზემოიმერული კლუბი, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ყოველწლიურად  იხდის ქონების გადასახადს. ეს გადასახადი დაახლოებით 50 ათასი ლარის შეადგენს და გადახდის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 15 ივნისს ამოიწურა. ბოლო პერიოდში გუნდში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო თანხის გადახდა არ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, უახლოეს საათებში კლუბის ანგარიშებს დაყადაღება ემუქრება.

 

დაყადაღების შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უნდა ველოდოთ. რა თქმა უნდა, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გადასახადების კანონიერების საკითხს არ აპროტესტებს და ამაზე კითხვები არც შეიძლება იყოს, მაგრამ, საუბედუროდ, მართლდება ზესტაფონელთა ყველაზე პესიმისტური ვარაუდები, რომელთა შესახებ იმერლები დიდი ხანია საუბრობენ.

 

დეტალები ტელეკომპანია "არგოს" მიერ მომზადებულ სპეციალურ სიუჟეტში შეგიძლიათ იხილოთ ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013