Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

17.06.2013

 

 

 

 

 

 

შეხვედრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯერაც უცნობია, მიიღებს თუ არა საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მონაწილეობას საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი კი კლუბს თანამშრომლობას პირდება.

 

დღეს დილით ზესტაფონის საზოგადოების ერთი ნაწილი მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ნუგზარ ქამუშაძეს შეხვდა და გუნდში არსებული კატასტროფული ვითარება განიხილა. გამგებლის თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება მოლაპარაკება, რომელშიც ჩართულები იქნებიან ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. მუნიციპალიტეტი მზადაა, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება აღმოუჩინოს ”ზესტაფონს”.

 

ნუგზარ ქამუშაძის განცხადებით, ის რამდენიმე დღის წინ ტელეფონით ესაუბრა ილია კოკაიას და მას გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმდა კიდეც.

 

უახლოეს დღეებში კლუბის პრეზიდენტი უცხოეთიდან დაბრუნდება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ”ზესტაფონი” საქართველოს მიმავალ ჩემპიონატში და თუ მიიღებს, რა სტატუსი ექნება გუნდს...

 

ალეკო კაკაურიძე, www.psoni.ge (იბეჭდება მცირე ცვლილებებით)

 

 

 

***

 

"ინფო-9"-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:

 

***

აქვე გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს გამართული შეხვედრის მიმდინარეობას ასახავს.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013