Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

12.06.2013

 

 

 

 

 

 

მუნიციპალური სტრუქტურების მიერ გაწეული დახმარების შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, მიმდინარე წლის 29 მაისს, დავალიანების გადაუხდელობის გამო, კომპანია "ენერგო-პრომ" ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. ამის გამო მოედნები ვეღარ ირწყვებოდა და გაზონის გახმობა-განადგურების რეალური საშიშროება შეიქმნა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბოლო დღეებში იმერეთში საკმაოდ ცხელოდა, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მწვანე საფარზე საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა... გაზონის გადარჩენაში დახმარებისთვის კლუბმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა. როგორც ვიუწყებოდით, მინდვრის გადარჩენის საქმეში ჩართულები მეხანძრეებიც კი გახლდნენ, თუმცა სიტუაციის კარდინალურად შეცვლისათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

კლუბმა კიდევ ერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით, რათა დახმარება ენერგეტიკოსთა წინაშე არსებული დავალიანების გასტუმრების საქმეს შეხებოდა. შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ იმსჯელეს ხსენებულ საკითხზე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 1382,25 ლარის გადახდის შესახებ. ამჟამად დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისათვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

 

თუმცა, აქვე უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ კლუბში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ახლაც გაურკვეველია თუ რა ელის ზესტაფონურ გაზონს მიმდინარე თვის ბოლოს, როდესაც კლუბი კომპანია "ენერგო-პროსაგან" მორიგი თვის დავალიანების გადახდის შესახებ შეტყობინებას მიიღებს ...

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013