Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

31.05.2013

 

 

 

 

 

 

სტადიონზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, ბალახი ხმება...

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და საწვრთნელ ბაზას დავალიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის გამო მოედნები ვეღარ ირწყვება და გაზონის გახმობის პროცესი დაიწყო.

"ზესტაფონმა" ამის თაობაზე ოფიციალური წერილებით უკვე მიმართა როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს, მაგრამ მდგომარეობა უკვე კრიტიკულია და ამდენი ხნის ნაწვალებ-ნაჯაფარი მოედნები მალე განადგურდება.

აქვე ვსვამ რიტორიკულ შეკითხვას: ქართული ფეხბურთისთვის უფრო მეტი სარგებელი კერძო კლუბებს მოაქვთ თუ საბიუჯეტოებს? სხვათაშორის, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების 18-კაციან შემადგენლობაში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, 15 კერძო ქართული კლუბის წევრია, ერთი საბიუჯეტოსი და ორიც - ლეგიონერი"
, - გვითხრა "ზესტაფონის" პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ.

 

როგორც ფუტკარაძემ გვითხრა, კონტრაქტი შეუწყდა სტადიონის ყველა თანამშრომელს, მინდვრის რამდენიმე მომვლელის გარდა... ყოველივე ამის ფონზე, რა თქმა უნდა, სრულიად უადგილოა საუბარი "ზესტაფონის" უახლოეს გეგმებზე, შეკრებასა და ახალი სეზონისთვის მზადების დეტალებზე...

 

 

ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013