2013 წლის 25 მაისს უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე ამომრჩეველს შეხვდა. ასეთი შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს ატარებს და, პარლამენტარის გარდა, ამომრჩეველთა შეკითხვებს რაიონის ხელმძღვანელობაც პასუხობს.
მსგავსი ღონისძიებები ემსახურება იმას, რომ ხალხის რჩეულმა თავის ამომრჩევლის ყველა პრობლემა იცოდეს და მათ გადაწყვეტაზე იზრუნოს. დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტისთვის აქტუალურ პრობლემათა მთელი რიგი. სხვა საკითხების (ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე გაფიცვა, ბაზრის გარშემო შექმნილი ვითარება, ზესტაფონში შექმნილი კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკა და ა.შ.) განხილვის პარალელურად, საზოგადოების საკმაოდ წარმომადგენლობითმა ჯგუფმა საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონში" შექმნილ მდგომარეობაზე, საკითხის დარეგულირებისა და გუნდის გადარჩენის აუცილებლობაზე ისაუბრა. მუნიციპალიტეტის დეპუტატი თავის ამომრჩეველს აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობას დაპირდა...
***
აქვე გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრში დღეს გამართული შეხვედრის მიმდინარეობას ასახავს.