ოცდაოთხი ეროვნული ჩემპიონატი ციფრებში
2013 წლის 18 მაისს დასრულდა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატი. გთავაზობთ საქართველოს ოცდაოთხივე ეროვნული ჩემპიონატის (1990 - 2013 წლები) მონაწილე ყველა გუნდის საერთო სტატისტიკურ მონაგარს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში გამართული აქვს 288 მატჩი, აქედან 163 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 59 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 66 -ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 474-247. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 548 ქულა.
როგორც უკვე გაუწყეთ, რამდენიმე დღის წინ დასრულებული სეზონი ზემოიმერული კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გამოდგა - ზესტაფონელებმა, 2004-2005 წლების სეზონის მსგავსად, ჩემპიონატი მხოლოდ 5-ე პოზიციაზე დაასრულეს, ჩემპიონატში სულ რაღაც 12 გამარჯვების მოპოვება და მხოლოდ 35 გოლის გატანა შეძლეს, თანაც პირველად სეზონი გატანილი და გაშვებული ბურთების უარყოფითი ბალანსით (-3) დაასრულეს.
ამის მიუხედავად, ოცდაოთხივე ეროვნული ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით შეჯამებულ ცხრილში მარგველთათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბები მოხდა - ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო კლუბების საერთო მონაგარმა 941 ქულა შეადგინა და ზემოიმერლებმა, რომლებმაც წინა სეზონის მიმდინარეობისას ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში მოწინავე ქართული კლუბების ერთ-ერთ წარმომადგენელ ბათუმის ”დინამოს” გაუსწრეს (მიმდინარე პირველობის მსვლელობისას კი, ზესტაფონელებმა უკან ფოთელებიც მოიტოვეს, თუმცა, ახლახან დასრულებული ჩემპიონატის ფინიშის სწორზე წარუმატებელი მატჩების სერიის გამო, ფოთელებს გადასწრებისა და მესამე პოზიციაზე დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს), "სატურნირო მდგომარეობა" კიდევ უფრო გაიუმჯობესეს. ფოთელებს სულ მცირედით (4 ქულა) ჩამორჩენილი მარგველები, თბილისის "დინამოს", ქუთაისის ”ტორპედოსა” და უკვე ნახსენები ფოთის "კოლხეთის" შემდეგ, ეროვნული პირველობების საუკეთესოთა ჩამონათვალში მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან.
აქვე უნდა ითქვას იმაზეც, რომ ზესტაფონელთა მიერ ქვეყნის უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების საერთო რაოდენობამ 599 მიაღწია. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართული შემდეგი მატჩი საფეხბურთო ზესტაფონისთვის საიუბილეო 600-ე იქნება.
№ |
გუნდი |
ჩ. |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბურთები |
ქ |
1 |
"დინამო" (თბილისი) (+) |
24 |
755 |
530 |
128 |
97 |
1892-565 |
1718 |
2 |
"ტორპედო" (ქუთაისი) (+) |
21 |
657 |
346 |
127 |
184 |
1149-734 |
1165 |
3 |
"კოლხეთი-1913" (ფოთი) (+) |
20 |
631 |
274 |
123 |
234 |
910-792 |
945 |
4 |
ზესტაფონი * (+) |
19 |
599 |
276 |
113 |
210 |
921-813 |
941 |
2004-13 |
"ზესტაფონი" (+) |
9 |
288 |
163 |
59 |
66 |
474-247 |
548 |
2001-03 |
"მეტალურგი" |
2 |
64 |
15 |
11 |
38 |
50-123 |
56 |
1991-98 |
"მარგვეთი" |
8 |
247 |
98 |
43 |
106 |
397-443 |
337 |
5 |
"დინამო" (ბათუმი) (+) |
20 |
612 |
260 |
131 |
221 |
913-692 |
911 |
6 |
”მეტალურგი” (რუსთავი) ** (+) |
17 |
535 |
257 |
121 |
157 |
731-531 |
892 |
7 |
"ვიტ-ჯორჯია" (თბილისი) (+) |
16 |
505 |
241 |
130 |
134 |
691-457 |
853 |
8 |
"სიონი" (ბოლნისი) (+) |
18 |
568 |
200 |
123 |
245 |
|
723 |
9 |
"დილა" (გორი) (+) |
20 |
622 |
201 |
101 |
320 |
729-996 |
704 |
10 |
"ლოკომოტივი" (თბილისი) |
13 |
400 |
174 |
97 |
129 |
503-391 |
619 |
11 |
"გორდა" (რუსთავი) |
14 |
435 |
181 |
76 |
178 |
680-612 |
619 |
12 |
”ზუგდიდი” *** (+) |
16 |
499 |
176 |
77 |
246 |
664-825 |
605 |
13 |
"სამტრედია" |
13 |
408 |
143 |
72 |
193 |
544-681 |
501 |
14 |
"შევარდენი" (თსუ) (თბილისი) |
12 |
373 |
134 |
70 |
169 |
510-571 |
472 |
15 |
"გურია" (ლანჩხუთი) |
11 |
338 |
124 |
45 |
169 |
491-657 |
417 |
16 |
"სამგურალი" (წყალტუბო) |
11 |
333 |
113 |
53 |
167 |
396-584 |
392 |
17 |
"ივერია" (ხაშური) |
7 |
213 |
62 |
31 |
120 |
235-416 |
217 |
18 |
"კახეთი" (თელავი) |
7 |
214 |
62 |
27 |
125 |
269-473 |
213 |
19 |
”სპარტაკი” (ცხინვალი) **** |
7 |
230 |
51 |
48 |
131 |
206-419 |
201 |
20 |
"ცხუმი" (”დინამო”) (სოხუმი) |
5 |
153 |
59 |
22 |
72 |
265-269 |
199 |
21 |
"ალაზანი" (გურჯაანი) |
4 |
125 |
55 |
20 |
50 |
197-224 |
185 |
22 |
"ამერი" (თბილისი) |
3 |
82 |
47 |
13 |
22 |
133-67 |
154 |
23 |
"ბორჯომი" |
4 |
112 |
38 |
19 |
55 |
132-185 |
133 |
24 |
"კოლხეთი" (ხობი) |
4 |
119 |
33 |
25 |
61 |
154-208 |
124 |
25 |
"მზიური" (გალი) |
3 |
91 |
33 |
16 |
42 |
125-162 |
115 |
26 |
"ამირანი" (ოჩამჩირე) |
3 |
91 |
27 |
21 |
43 |
111-148 |
102 |
27 |
"მერცხალი" (ოზურგეთი) |
4 |
123 |
24 |
22 |
77 |
122-248 |
94 |
28 |
"მრეტები" (თბილისი) |
3 |
106 |
26 |
15 |
65 |
114-210 |
93 |
29 |
"საპოვნელა" (თერჯოლა) |
2 |
66 |
25 |
11 |
30 |
98-122 |
86 |
30 |
"გაგრა" |
3 |
102 |
21 |
23 |
58 |
88-160 |
86 |
31 |
"ჩიხურა" (საჩხერე) (+) |
2 |
59 |
23 |
12 |
24 |
64-85 |
81 |
32 |
"მერანი" (მარტვილი) (+) |
2 |
68 |
21 |
9 |
38 |
73-110 |
72 |
33 |
"მესხეთი" (ახალციხე) |
2 |
56 |
18 |
14 |
24 |
52-72 |
68 |
34 |
"სულორი" (ვანი) |
2 |
57 |
19 |
10 |
28 |
82-123 |
67 |
35 |
"მაღაროელი" (ჭიათურა) |
2 |
66 |
18 |
11 |
37 |
81-145 |
65 |
36 |
"არსენალი" (თბილისი) |
2 |
58 |
14 |
14 |
30 |
55-94 |
56 |
37 |
”სპარტაკი” (თბილისი) |
2 |
62 |
12 |
11 |
39 |
44-115 |
47 |
38 |
"მერანი" (თბილისი) |
2 |
52 |
12 |
9 |
31 |
35-95 |
45 |
39 |
"შუქურა" (ქობულეთი) |
1 |
30 |
13 |
3 |
14 |
44-57 |
42 |
40 |
"მცხეთა-ურიონი" |
1 |
33 |
12 |
5 |
16 |
41-63 |
41 |
41 |
"დურუჯი" (ყვარელი) |
2 |
60 |
9 |
4 |
47 |
51-192 |
31 |
42 |
"მილანი" (წნორი) |
1 |
32 |
6 |
8 |
18 |
18-54 |
26 |
43 |
"თბილისი" (დინამო-2) |
1 |
28 |
6 |
6 |
16 |
33-57 |
24 |
44 |
"ეგრისი" (სენაკი) |
1 |
30 |
5 |
2 |
23 |
42-90 |
17 |
პირობითი აღნიშვნები: (ჩ) - ჩემპიონატების საერთო რაოდენობა, (თ) - თამაშების საერთო რაოდენობა, (მ) - მოგებათა საერთო რაოდენობა, (ფ) - ფრეთა საერთო რაოდენობა, (წ) - წაგებათა საერთო რაოდენობა, (ქ) - ქულათა საერთო რაოდენობა.
შენიშვნები:
* - მოცემულია ქალაქ ზესტაფონის გუნდების (”მარგვეთი”, ”მეტალურგი” და ”ზესტაფონი”) საერთო მონაგარი.
** - საფეხბურთო კლუბ ”თბილისის” (ყოფილი ”მერანი-91”) საერთო მონაგარს ემატება რუსთავის საფეხბურთო კლუბების ”ოლიმპისა” და ”მეტალურგის” შედეგები.
*** - მოცემულია ქალაქ ზუგდიდის გუნდების (”ოდიში”, ”მგლები”, ”ბაია” და "ზუგდიდის" ) საერთო მონაგარი.
**** - მოცემულია ქალაქ ცხინვალის გუნდების (”ლიახვი”, ”ცხინვალი” და ”სპარტაკი”) საერთო მონაგარი.
(+) - XXIV ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე. |
შეგახსენებთ იმასაც, რომ, თბილისურ "დინამოსთან" და "ვიტ-ჯორჯიასთან" ერთად, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” წარმოადგენს ქართული კლუბების სამეულს, რომელსაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის ხანაში სამივე ქართული ტიტულის (ჩემპიონის ოქრო, ეროვნული თასი და სუპერთასი) მოპოვება მოუხერხებია. ზემოთნახსენები "ტრიოს" გარდა, ასეთი შედეგისათვის არც ერთ ქართულ კლუბს არ მიუღწევია.
აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ დღიდან შექმნისა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გამართული აქვს 63 მატჩი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფარგლებში, რომელთაგან 38 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 14 დასრულდა ფრედ, 11-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ, ბურთების სხვაობაა 113-48. ამ მატჩებში ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 128 ქულა. საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში კი იმერლებს 3-ჯერ უთამაშია - ამ მატჩებში მათ თითო გამარჯვება, ფრე, მარცხი და გატანილ-მიღებული ბურთების დადებითი ბალანსი 3-2 დაუგროვდათ.
ორიოდე სიტყვით შევეხებით ევროსარბიელსაც - ევროპულ საკლუბო ტურნირებში მარგველებს გამართული აქვთ 22 მატჩი, რომელთაგან 6 დასრულდა მათი გამარჯვებით, 6 დასრულდა ფრედ, 10-ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა ოპონენტებმა. ბურთების სხვაობაა 35-28.
თქვენს სამსჯავროზე გამოტანილი დღევანდელი პუბლიკაციის შეჯამებისას კი მოგახსენებთ, რომ სულ, 2013 წლის 24 მაისის მდგომარეობით, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გამართული აქვს 376 ოფიციალური მატჩი, მოპოვებული აქვს 208 გამარჯვება და 80 ფრე, განცდილი აქვს 88 მარცხი, მეტოქეთა კარში გატანილი 625 აქვს და მიღებული აქვს 325 ბურთი.
|