Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
22.05.2013

 

 

 

 

 

 

 

 

სტატისტიკა და ციფრები

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდა. ჩვენ კი, ტრადიციისამებრ, გთავაზობთ სხვადასხვა ხასიათის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და კლუბის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში გამართული აქვს 288 მატჩი, აქედან 163 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 59 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 66 -ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 474-247. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 548 ქულა.

 

თორნიკე აფციაური და თორნიკე გორგიაშვილი გახდნენ მარგველთა შესაბამისად რიგით მეათე და მეთერთმეტე წარმომადგენლები, რომლებმაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების საპატიო 100-მატჩიანი ზღვარი გადალახეს. ახლახან დასრულებული ჩემპიონატის ფინიშს თორნიკე აფციაური - 114 -მატჩიანი, ხოლო თორნიკე გორგიაშვილი 112 -მატჩიანი მაჩვენებლით შეხვდნენ. რაც შეეხება ზესტაფონელთა რიგებში 139 მატჩის ჩამტარებელ როინ კვასხვაძე, სადღეისოდ ის ამ მაჩვენებლით კლუბის რეკორდსმენი გახლავთ.

 

ზემოთნახსენები სამეულის გარდა, ფეროელთა მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობისას გადალახული 100-მატჩიანი მაჩვენებლით კიდევ 8 ფეხბურთელი იწონებს თავს- ”ზესტაფონის” ღირსება ალექსი ბენაშვილს - 136, გიორგი ხიდეშელსა და სევასტი თოდუას - 116-116, ზურაბ იონანიძეს - 113, ზაალ ელიავასა და ირაკლი ძარიას - 108-108, ნიკოლოზ გელაშვილს - 107, ხოლო შოთა გრიგალაშვილს - 101 შეხვედრაში დაუცავთ.

 

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კლუბის ღირსება ერთბაშად 8 ეროვნულ ჩემპიონატში ორ ფეხბურთელს (როინ კვასხვაძე და ალექს ბენაშვილი) დაუცავს.

 

აღნიშვნის ღირსია კლუბის საუკეთესო გოლეადორთა ”ჭიდილი” - სადღეისოდ ზესტაფონელ მეგოლეთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს ნიკოლოზ გელაშვილი - ქვეყნის 2009 და 2011 წლების საუკეთესო ბომბარდირის ანგარიშზე ეროვნულ ჩემპიონატის მატჩებში გატანილი 63 გოლია. მეორე ადგილზე 48 ზუსტი დარტყმითაა ზურაბ იონანიძე, ხოლო 44 გატანილი გოლით მესამეზე ჯაბა დვალი გახლავთ მოკალათებული. მათ კვალში რატი წინამძღვრიშვილი - 24, თორნიკე გორგიაშვილი - 21, გოგა ფიფია - 21 და შოთა გრიგალაშვილი - 18 გატანილი გოლით მოჰყვებიან.

 

რამდენიმე დღის წინ დასრულებული სეზონი ზემოიმერული კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გამოდგა - ზესტაფონელებმა, 2004-2005 წლების სეზონის მსგავსად, ჩემპიონატი 5-ე პოზიციაზე დაასრულეს, ჩემპიონატში სულ რაღაც 12 გამარჯვების მოპოვება და მხოლოდ 35 გოლის გატანა შეძლეს, თანაც პირველად სეზონი გატანილი და გაშვებული ბურთების უარყოფითი ბალანსით (-3) დაასრულეს. უნდა ითქვას, რომ ყველა ეს მაჩვენებელი ყველაზე ცუდი შედეგია კლუბის ისტორიაში.

 

ზესტაფონელებმა დიდი ანგარიშით განცდილი მარცხების ანტირეკორდიც გაიმეორეს - ჩემპიონატის ბოლო ტურში ექსპერიმენტალური შემადგენლობით მოასპარეზე იმერლებმა თბილისის დინამოელებთან 1-6 წააგეს და კლუბის არსებობის ცხრაწლიან ისტორიაში ოფიციალურ მატჩში 5-ბურთიანი სხვაობით მეორედ წააგეს. პირველი ასეთი მარცხი (0-5) იმერლებმა 2004 წლის 18 სექტემბერს ბათუმში, ადგილობრივ "დინამოსთან" შეხვედრაში განიცადეს.

 

რაც შეეხება დიდი ანგარიშით მოპოვებულ სარეკორდო ანგარიშს, ასეთი ანგარიში 7-0 გახლავთ - ასეთი სხვაობით იმერლებს ორი მეტოქე (თელავის "კახეთი" და "სამტრედია") ჰყავთ დამარცხებული. სულ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრებში ზესტაფონელებს დიდი ანგარიშით 50 გამარჯვება მოუპოვებია, რაც შეეხება დიდი ანგარიშით მარცხებს, სადღეისოდ მარგველთა პასივში 11 ასეთი წაგებაა.

 

მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატის 32 ტურში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით 38 ფეხბურთელმა იასპარეზა. ზესტაფონელთა მიერ გატანილი 35 გოლი 17 ფეხბურთელის ანგარიშზეა, იმერლებმა 59 ყვითელი და 4 წითელი ბარათი მიიღეს. ყველაზე შედეგიანად მარგველთა ნახევარდაცვის ხაზის ფეხბურთელები ირჯებოდნენ - მათ ანგარიშზე 22 გატანილი გოლია, თავდასხმის ხაზის წარმომადგენელთა ანგარიშზე 9 გატანილი გოლია, 4 გოლიც გუნდის მცველებმა გაიტანეს.

 

35 გატანილი გოლიდან 21 ზესტაფონელებმა გასვლით შეხვედრებში გაიტანეს, შინ კი მეტოქის კარის აღება მხოლოდ 14-ჯერ მოახერხეს. გატანილი გოლების უდიდესი ნაწილი (12) მარგველებმა მატჩების დასკვნით 15 წუთში გაიტანეს, რაც საერთო რიცხვის 34,3 % შეადგენს. 7 გოლი (20,0 %) იქნა გატანილი 15-30 წუთების შუალედში, 6-6 გოლი (17,1-17,1 %) - 60-75 და 30-45 წუთებზე, ყველაზე ნაკლები გოლი კი იმერლებს ტაიმების საწყის 15-წუთეულში გაჰქონდათ - 0-15 და 45-60 წუთებზე სულ რაღაც 2-2 (5,7-5,7 %) გოლია გატანილი. სულ, შეხვედრების პირველ ტაიმში 15 (42,86 %), ხოლო მეორეში 20 (57,14 %) გოლია გატანილი. იმერელთა საუკეთესო ბომბარდირი 7 გატანილი გოლით ნომინალური ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი გახდა.

 

 

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები XXIV ეროვნულ ჩემპიონატში

ფეხბურთელი

თამაში

წუთი

გოლი

ყვით.

წით.

როინ კვასხვაძე

28

2520
- 25
2
-
თედორე გრიგალაშვილი

26

2306

1

6

-

თორნიკე გრიგალაშვილი

26

2187

1

-

-

შოთა ბაბუნაშვილი

25

1782

3

1

-

თეიმურაზ ღონღაძე

23

2070

1

10

-

თორნიკე აფციაური

22

1694

1

3

1

ლევან შარიქაძე

22

1617

3

-

-

თორნიკე გორგიაშვილი

22

1154

7

-

-

იგორ იელიჩი

20

1543

1

1

-

გიორგი კაჭკაჭიშვილი

19

1611

1

3

2

პატრიკ მილხრაუმი

17

1265

1

3

-

ბოტი გოა დემელი

17

1115

3

4

-

რატი წინამძღვრიშვილი

17

977

4

1

-

ზურაბ მენთეშაშვილი

15

1312

2

5

-

მამუკა კობახიძე

15

1294

-

1

-

დავით რაჟამაშვილი

14

765

-

3

-

ოთარ კვერნაძე

13

481

1

-

-

ალექს ბენაშვილი

12

795

2

6

1

ლევან კუტალია

9

695

-

2

-

 

ფეხბურთელი

თამაში

წუთი

გოლი

ყვით.

წით.

ზაალ ელიავა

8

628

-

3

-

მალხაზ გაგოშიძე

8

427

-

1

-

მიშო სარდალიშვილი

8

313

2

-

-

გურამ სამუშია

8

238

-

-

-

ორიოლ ლოსანო

7

630

-

4

-

ავთო ენდელაძე

7

446

-

-

-

დავით მუჯირი

6

285

-

-

-

ვახტანგ ჭანტურიშვილი

5

229

-

1

-

მოჰამედ რეკრუკი

5

142

-

-

-

დიმიტარ პეტკოვი

4

268

-

2

-

კახაბერ მეშველიანი

3

270

- 10

-

-

აბაიომი ოვონიკოკო

3

205

-

-

-

ბერდია შარვაძე

3

59

1

-

-

მირიან რობაქიძე

2

105

-

-

-

გიორგი ჭანკოტაძე

2

77

-

1

-

ზურაბ მამალაძე

1

90

- 3

-

-

გუგა კიკნაძე

1

28

-

-

-

ნოდარ გაჩეჩილაძე

1

18

-

-

-

ილია კერძევაძე

1

10

-

-

-

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013