2013 წლის 18 მაისს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთორმეტე ტურის მატჩები. "დინამო-არენაზე" ქვეყნის ახალმა ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ”დინამომ” გასული ორი წლის ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
იმერულ კლუბში არსებული უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის გამო, სტუმრებმა დღევანდელ შეხვედრაში, რბილად რომ ვთქვათ, ექსპერიმენტალური შემადგენლობთ იასპარეზეს. "დინამო-არენაზე" გამართული მატჩის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა სასტარტო 15 წუთის გასვლის შემდეგ, 16-ე და 18-ე წუთებზე ორჯერ გაისროლა - ანგარიში პეტერ გრაიციარმა გახსნა, ორ წუთში კი ორამდე ის ჯაბა დვალმა ორამდე გაზარდა. ზესტაფონელებმა გაიბრძოლეს და 37-ე წუთზე იმერელთა კოტდივუარელმა თავდამსხმელმა ბოტი დემელმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა 41-ეზე ესპანელმა უსტარიცმა ორბურთიანი "სტატუს-ქვოს" აღდგენა ზუსტი თავურით შეძლო.
მეორე ტაიმის საწყისი ნაწილი სტუმართა აქტიურობით იყო გამოსარჩევი. სტუმრებმა ზედიზედ რამდენიმე კარგი იერიში განახორციელეს, თუმცა გიორგი ჭანკოტაძემ და ბოტი დემელმა გოლის გატანის საკმაოდ კარგი შესაძლებლობები გააცუდეს. სამაგიეროდ, პირველივე სახიფათო მომენტი გოლად აქციეს დინამოელებმა - 62-ე წუთზე პეტერ გრაიციარმა დუბლი შეასრულა. 66-ე და 75-ე წუთებზე მორიგი დუბლი მიითვალა დასრულებული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ესპანელმა ჩისკომ. დინამოელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 6-1.
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ულოცავს თბილისის დინამოელებს საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მეთოთხმეტედ მოპოვებას და წარმატებას უსურვებს ქვეყნის ჩემპიონს ევროპულ ასპარეზზე!