Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
15.05.2013

 

 

 

 

 

 

 

 

მშვიდობიანი აქცია ქარხნის სამმართველოსთან

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ გულშემატკივართა კლუბის ინიციატივით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სამმართველოს შენობასთან გაიმართა მშვიდობიანი აქცია, რომლის მიზანიც საფეხბურთო კლუბის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში ქარხნის ჩართვის მოთხოვნა გახლდათ.

 

როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონის რაიონში მოქმედი სამრეწველო გიგანტის დღევანდელ მფლობელთა გადაწყვეტილებით, ქარხანა ადგილობრივ ფეხბურთს აღარ ეხმარება. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა შექმნილი ვითარება გააპროტესტეს და ქარხნის ხელმძღვანელობას გადასცეს მოთხოვნა ვითარების სასწრაფოდ გამოსწორებისა და საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ სათანადო თანადგომის შესახებ.

 

აქციის მონაწილეთა ქარხნის ერთ-ერთ ხელმძღვანელ დავით ჭანტურიასთან შეხვედრისას გადაწყდა უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრის ორგანიზება, სადაც ქარხნის მხრიდან კლუბის მხარდასაჭერად განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა იქნება განხილული...

***

 

აქვე გთავაზობთ მცირე ვიდეო- და ფოტორეპორტაჟს, რომელიც ფეროშენადნობთა ქარხნის სამმართველოსთან დღეს გამართული აქციის მიმდინარეობას ასახავს.

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013