13.02.2013
დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთორმეტე ტური
2013 წლის 13 მაისს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთორმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, რობაქიძე, შალამბერიძე, ჯიქიძე, კუპრაშვილი (გიორგაძე, 74), გოგია (ჩუბინიძე, 69), გაჩეჩილაძე, რეკრუკი (ეგუტიძე, 32), კვარაცხელია (მახარაძე, 78), მაკარიძე, კვერნაძე.
პირველიდან უკანასკნელ წუთამდე, წინა სეზონის ოქროსა და ვერცხლის პრიზიორი კლუბების დუბლიორთა მატჩი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. ამის ფონზე, აღნიშვნის ღირსია ის, რომ მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და სახიფათო მომენტების სიმრავლით გამორჩეული გამოდგა. მთლიანობაში მატჩს თანაბარი ეთქმოდა - ტერიტორიულ უპირატესობას ხან ერთი, ხანაც მეორე მხარე ეუფლებოდა და შესაბამისად მომენტებიც ორივე კართან მრავლად იქმნებოდა.
შეხვედრის ბედი მატჩის მიწურულს გადაწყდა. მაშინ, როდესაც ზესტაფონელთა ბაზაზე მყოფი მაყურებელი თითქმის შეგუებული იყო იმ აზრს, რომ მატჩი მშრალი ფრით უნდა დასრულებულიყო, მასპინძელთა ახალგაზრდა ფორვარდმა ოთარ კვერნაძემ ინიციატივა თავის თავზე აიღო და 89-ე და 90-ე წუთებზე შესრულებული დუბლის წყალობით გამარჯვება საკუთარ გუნდს მოაპოვებინა - 2-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|