Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

04.05.2013

 

 

 

 

 

 

საშინაო მარცხი "ჩიხურასთან"

 

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 4 მაისს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეათე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ზემოიმერული დერბი გაიმართა - საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საჩხერის ”ჩიხურას” უმასპინძლა.

 

დღევანდელი მატჩი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და მატჩის დებიუტში კარის აღების კარგი შესაძლებლობები გურამ სამუშიამ და თორნიკე გორგიაშვილმა ვერ გამოიყენეს. ამის შემდეგ თამაში თანდათანობით გათანაბრდა და მოვლენები ძირითადად მოედნის ცენტრში ვითარდებოდა. 37-ე წუთზე მატჩის არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი ალექსი ბენაშვილს დაატოვებინა. ამ ეპიზოდსა და სტუმართა მიერ უხეიროდ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მოჰყვა მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა და საჩხერელთა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბოტი გოა დემელმა თავის გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმი კი საჩხერელთა სრული უპირატესობით წარიმართა - 60-ე წუთზე ანგარიში ლაშა ჩიკვაიძემ გაათანაბრა, 67-ეზე

გიორგი რეხვიაშვილმა წინ უკვე თავის გუნდი გაიყვანა, 74-ე წუთზე რევაზ გოცირიძემ საჩხერელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა, ხოლო 88-ეზე დღევანდელ შეხვედრაში ბოლო წერტილი ნიკა კვასხვაძემ დასვა. საჩხერერელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-1.

 

 

04.05.2014. ”ზესტაფონი” - ”ჩიხურა” (საჩხერე) 1-4

დაწვრილებით:

 

 

 

შემდეგ მატჩს "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 12 მაისს ისევ შინ გამართავს. ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" დაუპირისპირდება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012