ქუთაისში გამართული მატჩის შემდეგ, ზემოიმერლებმა ორი დღე დაისვენეს და გუშინ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. როგორც მოგეხსენებათ, 4 მაისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეათე ტურის შეხვედრა, რომელშიც ზესტაფონელები საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" უმასპინძლებენ. შაბათს გასამართი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.