|   26.04.2013                 რიგით მეოცე იმერული  დერბის მოლოდინში                     ხვალ, 27 აპრილს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”      ეროვნული პირველობის   მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXIV    ეროვნული ჩემპიონატის   ოცდამეცხრე ტურში   მორიგი  იმერული დერბი გაიმართება - ქუთაისის ცენტრალური           სტადიონი  ადგილობრივი "ტორპედოს"   და   საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რიგით მეოცე საჩემპიონატო დუელს უმასპინძლებს.
       სულ,  ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ერთმანეთში  19-ჯერ უასპარეზიათ. აქედან  9 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 5  დასრულდა ფრედ, 5   კი მოიგეს  ქუთაისელებმა.  შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში      მცირე უპირატესობას ზემოიმერელი ფეხბურთელები ფლობენ - 18:16.      ორივე გუნდის ქომაგს კარგად ახსოვს შიდაიმერული "გარჩევები" დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც.   აქაც მცირე უპირატესობა ზესტაფონელების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 5   სათასო შეხვედრაში  მარგველებმა იმარჯვეს 2-ში, ასევე 2  მატჩი დასრულდა ფრედ და მხოლოდ 1-ხელ  გაიმარჯვეს ქუთათურებმა; ბურთების სხვაობა 5:3 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.      აღნიშვნის ღირსია  ის, რომ ზესტაფონელთაგან ქუთაისელთა კარში სხვაზე ხშირად ექს-ტორპედოელ ზურაბ  იონანიძეს  გაუტანია - იონას  ანგარიშზე  6  გოლია. თორნიკე გორგიაშვილს და ჯაბა  დვალს (ორივეს სათასო მატჩების ჩათვლით) "ტორპედოს"  კარი  3-3-ჯერ  აქვთ აღებული ...    ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოსთან"  შაბათს, 27  აპრილს, გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.    |