20.04.2013
დუბლიორთა ტურნირის ოცდამეცხრე ტური
2013 წლის 20 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეცხრე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ”ჩიხურას” მეორე გუნდს საჩხერეში ესტუმრნენ.
სტუმრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: ტურავა, რობაქიძე, გიორგაძე, შალამბერიძე, კუპრაშვილი, გაჩეჩილაძე, ომარ გრიგალაშვილი (ლეკვეიშვილი, 37 (იონანიძე, 84)), ჭანტურიშვილი, ჩუბინიძე, მაკარიძე, ეგუტიძე.
საჩხერელთა დუბლიორებისა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი ტაიმის უმეტესი ნაწილი მასპინძელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ანგარიში უკვე 7-ე წუთზე გუგუა იაკობაშვილის ზუსტი დარტყმის შემდეგ გაიხსნა, 45-ეზე კი მასპინძელთა გუნდის უპირატესობა ორამდე ბესო ბარბაქაძემ გაზარდა.
მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრები გააქტიურდნენ და ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე მალევე შეამცირეს - 59-ე წუთზე ზესტაფონელთაგან თავი გიორგი ჩუბინიძემ გამოიჩინა. ამის შემდეგ მოედანზე დიდი ბრძოლა გაჩაღდა და სტუმრებს რომ შეტევის დაგვირგვინების სტადიაში მეტად ეყოჩაღათ, საჩხერედან ქულების წამოღებასაც მოახერხებდნენ. ანგარიშის გათანაბრებასთან ყველაზე ახლოს ვახტანგ ჭანტურიშვილი გახლდათ, თუმცა მისი მახვილგონივრული დარტყმა მასპინძელთა კარის ძელმა მოიგერია... "ჩიხურას" დუბლიორთა გამარჯვება ანგარიშით 2-1.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|