Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

17.04.2013

 

 

 

 

 

 

პრინციპული დაპირისპირების წინათქმა

 

 

 

 

 

 

 

 

პარასკევს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამერვე ტურის შეხვედრაში ქვეყნის ორგზის ჩემპიონი ეროვნული თასის მოქმედ მფლობელ გორის ”დილას” უმასპინძლებს.

 

 

მარგველთა და შიდაქართლელთა დაპირისპირებათა ისტორია 2004 წლიდან იწყება და სადღეისოდ უკვე 21 შეხვედრას ითვლის. "ზესტაფონისა" და გორის "დილას" მატჩები ტრადიციულად უკომპრომისო ხასიათისაა - ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 17 შეხვედრაში ზესტაფონელებმა 12 მოიგეს და 5 მატჩში დამარცხდნენ. ცხადია, რომ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც უპირობო უპირატესობა იმერელთა მხარესაა - 33-15.

 

გუნდების გზები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაკვეთილა და აქ, ჩემპიონატში გამართული მატჩებისაგან განსხვავებით, სრული თანაფარდობაა - 3 დაპირისპირებაში მეტოქეებმა თოთო-თითო გამარჯვება მოიპოვეს და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 5-5. რაც შეეხება საქართველოს სუპერთასზე დაპირისპირებას, მიმდინარე წლის 22 თებერვალს გამართული დრამატული მატჩის ბედი მატჩისშემდგომი პენალტების სერიამ იმერელთა სასარგებლოდ (4-2) გადაწყვიტა.

 

ზესტაფონელები პრინციპულ მეტოქესთან გასამართი მატჩისთვის საკუთარ ბაზაზე ემზადებიან. გორელებთან პარასკევს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ”პირველ არხზე” გადაიცემა...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013