Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

15.04.2013

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის ოცდამერვე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 15 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამერვე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ტურავა, კუპრაშვილი (თვალავაძე, 67), რობაქიძე (მოსიძე, 86), გიორგაძე, წურწუმია, გოგია, გაჩეჩილაძე, ეგუტიძე, ჩუბინიძე (ომარ გრიგალაშვილი, 79), კვერნაძე (იონანიძე, 81), წინამძღვრივილი (მახარაძე, 84).

 

დღევანდელი ზესტაფონურ-ზუგდიდური დაპირისპირების საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, თუმცა თანდათან უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ... ანგარიში მარგველთა ხანგრძლივი იერიშის შემდეგ 32-ე წუთზე გაიხსნა - შეტევის მარჯვენა ფრთიდან სტუმართა საჯარიმოში ნოდარ გაჩეჩილაძე შეიჭრა და უზუსტესი პასით გიორგი ჩუბინიძე მოამარაგა, ამ უკანასკნელმა კი თავი დუბლიორთა რიგებში გატანილი სადებიუტო გოლით გამოიჩინა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში (55-ე წუთზე) ანგარიში რატი წინამძღვრიშვილის და ოთარ კვერნაძის მშვენივრად გათამაშებული სწრაფი იერიშის შემდეგ ორამდე გაიზარდა - ამ ეპიზოდში რატიმ პარტნიორი მშვენიერი გადაცემით მოამარაგა... 74-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ "ვალი" გაუსტუმრა თანაგუნდელს და რატი წინამძღვრიშვილს ფაქტიურად ცარიელი კარი დაალაშქვრინა. კიდევ 4 წუთში ისევ ოთარ კვერნაძემ იმარჯვა - ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ის ზუგდიდელთა რამდენიმე მცველს გასცდა და თავის გუნდის უპირატესობა ოთხამდე გაზარდა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-0.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013