12.04.2013
რიგით 28-ე შეხვედრის მოლოდინში
კვირას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი ზესტაფონელთა და თბილისელ დინამოელთა მორიგ, რიგით ოცდამერვე საჩემპიონატო დაპირისპირებას უმასპინძლებს - საქართველოს XXIV ეროვნული პირველობის მეორე ეტაპის პირველი წრის დასკვნითი ტურის შეხვედრაში ქვეყნის ორგზის ჩემპიონი მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერს დაუხვდება.
საბჭოთა საქართველოს მთავარ და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ხანაში ყველაზე მეტი ტიტულის შემგროვებელ გუნდთან ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი კლუბების დაპირისპირებათა ისტორია ათვლას რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატიდან მოყოლებული იწყებს... 1991-2003 წლებში გამართულ მატჩებში ”მარგვეთმა” და ”მეტალურგმა” ვერ მოახერხეს თბილისელთათვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დინამოელთა ულაპარაკო დომინირების პირობებშიც კი ("დინამომ" გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული ყველა ეროვნული ჩემპიონატი მოიგო) ზესტაფონის "მარგვეთმა" თბილისელები ორ შეხვედრაში მაინც დაამარცხა.
რაც შეეხება დინამოელებთან საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" "ურთიერთობებს" - სადღეისოდ ეროვნულ ჩემპიონატში გუნდებმა ერთმანეთში 27 შეხვედრა გამართეს. ამ მატჩებში 13-ჯერ გაიმარჯვეს თბილისელებმა, 6 დასრულდა ფრედ, 8 კი მოიგეს ზესტაფონელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც მცირე უპირატესობა სწორედ თბილისელ ფეხბურთელებს გააჩნიათ - 34:25.
საკმაოდ ხშირი გახლდათ თბილისურ-ზესტაფონური "ჯახები" დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. უნდა ითქვას, რომ აქ მცირე უპირატესობას იმერლები ფლობენ: სადღეისოდ გამართულ 8 სათასო შეხვედრაში 3-ჯერ იმერლებმა იმარჯვეს, 2-ჯერ დედაქალაქელებმა, 3 მატჩიც დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 5:4 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ. ერთხელაც გუნდები სუპერთასისათვის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და ის შეხვედრა თბილისელთა მინიმალური გამარჯვებით (1-0) დასრულდა.
სულ, 2004 წლის შემდეგ, "დინამოსა" და "ზესტაფონს" შორის 36 შეხვედრაა ჩატარებული, აქედან 16-ში დედაქალაქელებმა იმარჯვეს, 11-ში იმერლებმა, 9 მატჩი დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 39:30 ”დინამოს” სასარგებლოდ.
საკმაოდ საინტერესოა ის, რომ ზესტაფონელთაგან დინამოელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალს გაუტანია - დღესდღეობით სწორედ თბილისური კლუბის ფორვარდს თავის დროზე "დინამოს" კარში 4 გოლი აქვს გატანილი. 2-2-ჯერ თბილისელთა კარის ბადე ერთბაშად 6 ზესტაფონელ ფეხბურთელს (შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ზურაბ იონანიძე, ბექა გოცირიძე, ზაალ ელიავა და ნიკოლოზ გელაშვილი) შეურხევია...
”ზესტაფონის” და თბილისის ”დინამოს” ყველა მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში:
1 |
XVI ეროვნულ ჩემპიონატის 5 ტური |
თბილისი, 30 აგვისტო, 2004 |
”დინამო” - ”ზესტაფონი” 2-0 |
2 |
XVI ეროვნულ ჩემპიონატის 14 ტური |
ზესტაფონი, 8 ნოემბერი, 2004 |
”ზესტაფონი” - ”დინამო” 0-2 |
3 |
XVI ეროვნულ ჩემპიონატის 23 ტური |
თბილისი, 12 მარტი, 2005 |
|
4 |
XVI ეროვნულ ჩემპიონატის 32 ტური |
ზესტაფონი, 8 მაისი, 2005 |
”ზესტაფონი” - ”დინამო” 0-0 |
5 |
XVII ეროვნულ ჩემპიონატის 3 ტური |
ქუთაისი, 20/08/2005 |
|
6 |
XVII ეროვნულ ჩემპიონატის 18 ტური |
თბილისი, 11/03/06 |
|
7 |
XVIII ეროვნულ ჩემპიონატის 8 ტური |
ზესტაფონი, 23/09/2006 |
|
8 |
XVIII ეროვნულ ჩემპიონატის 20 ტური |
თბილისი, 13/04/2007 |
|
9 |
XIX ეროვნულ ჩემპიონატის 11 ტური |
|
|
10 |
XIX ეროვნულ ჩემპიონატის 24 ტური |
|
|
11 |
XX ეროვნულ ჩემპიონატის 5 ტური |
|
|
12 |
XX ეროვნულ ჩემპიონატის 16 ტური |
|
|
13 |
XX ეროვნულ ჩემპიონატის 27 ტური |
|
|
14 |
XXI ეროვნულ ჩემპიონატის 5 ტური |
|
|
15 |
XXI ეროვნულ ჩემპიონატის 14 ტური |
|
|
16 |
XXI ეროვნულ ჩემპიონატის 23 ტური |
|
|
17 |
XXI ეროვნულ ჩემპიონატის 32 ტური |
|
|
18 |
XXII ეროვნულ ჩემპიონატის 2 ტური |
|
|
19 |
XXII ეროვნულ ჩემპიონატის 11 ტური |
|
|
20 |
XXII ეროვნულ ჩემპიონატის 20 ტური |
|
|
21 |
XXII ეროვნულ ჩემპიონატის 29 ტური |
|
|
22 |
XXIII ეროვნულ ჩემპიონატის 4 ტური |
|
|
23 |
XXIII ეროვნულ ჩემპიონატის 15 ტური |
ზესტაფონი, 14/12/2011 |
|
24 |
XXIII ჩემპიონატის 2-ე ეტაპის 3 ტური |
|
|
25 |
XXIII ჩემპიონატის 2-ე ეტაპის 10 ტური |
|
|
26 |
XXIV ეროვნულ ჩემპიონატის 11 ტური |
|
|
27 |
XXIV ეროვნულ ჩემპიონატის 22 ტური |
|
|
|