Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

08.04.2013

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის ოცდამეშვიდე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 8 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეშვიდე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე ბოლნისის ”სიონის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ტურავა, რობაქიძე (ომარ გრიგალაშვილი, 71), შალამბერიძე (ჭეიშვილი, 81), ახალაძე, გოგია, გაჩეჩილაძე, გაგოშიძე, მაკარიძე (გიორგაძე, 59), ეგუტიძე (ჩუბინიძე, 67), მიქელთაძე, კვერნაძე.

 

დღევანდელი შეხვედრის უმეტესი ნაწილი ბოლნისელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. მიმდინარე სეზონის საგაზაფხულო ეტაპზე გამართული რამდენიმე მატჩის მსგავსად, ზესტაფონელთა ახალგაზრდულ დუბლშემადგენლობას გაუჭირდა ასაკით უფროსი ოპონენტებისათვის წინააღმდეგობის გაწევა. ქვემოქართლელებმა რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს და 17-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გოლად მანუჩარ ოქროპირიძემ აქცია.

 

მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიშის გასათანაბრებლად მომართული მასპინძლები კი გააქტიურდნენ, თუმცა 57-ე წუთზე მათ საკუთარი კარის სიახლოვეს შეცდომა დაუშვეს და ზაზა მამასახლისმა თავის გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, ბოლნისელთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013