Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
27.03.2013

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელები მზადებას განაგრძობენ

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მოახლოვებული მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს. როგორც მოგეხსენებათ, 30 მარტს საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” ესტუმრებიან.

 

როგორც აქამდეც მოგახსენეთ, ზესტაფონელი როინ კვასხვაძე საქართველოს ეროვნული გუნდის დამრიგებელ თემურ ქეცბაიას მსოფლიოსა და ევროპის ექს-ჩემპიონ ფრანგებთან მატჩისთვის ქვეყნის უპირველეს გუნდში ჰყავდა გამოძახებული, ხოლო კახაბერ მეშველიანმა, ავთო ენდელაძემ და გურამ სამუშიამ ახალგაზრდულ და ცხრამეტწლამდელთა ნაკრებთა შემადგენლობებში იასპარეზეს.

 

კვასხვაძე, ენდელაძე და სამუშია გუნდს უკვე დაუბრუნდნენ და, სხვებთან ერთად, დღეს ზემოიმერული კლუბის ბაზაზე ეს ბიჭებიც ივარჯიშებენ. რაც შეეხება კახა მეშველიანს, რომელმაც ქვეყნის ახალგაზრდული კრებულის ღირსება მალაიზიელებთან გუშინ მოგებულ შეხვედრაში დაიცვა, ის გუნდს ხვალ შეურთდება.

 

აქვე გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა გუშინდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

 

 

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013