2013 წლის 23 მარტს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ზემოიმერლები ისევ უმაღლესი ლიგის ბინადარ მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდნენ.
მარტვილელებთან ათი დღის წინ გამართული ამხანაგური მატჩის მსგავსად, იმერლებმა წამყვან ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი დღევანდელ შეხვედრაშიც მოისაკლისეს. საქართველოს სხვადასხვა ნაკრებში მივლინებული ზესტაფონელთა ოთხეულის (კვასხვაძე, მეშველიანი, ენდელაძე და სამუშია) არყოფნას თორნიკე აფციაურის, თორნიკე გორგიაშვილის, იგორ იელიჩის, ლევან კუტალიასა და გიორგი კაჭკაჭიშვილის მიკროტრავმებით გამოწვეული იძულებითი უქმობაც დაემატა...
მორიგი ზესტაფონურ-მარტვილური დაპირისპირება ისევ ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:
მარტვილელთა კართან შექმნილი პირველივე სახიფათო მომენტი მასპინძლებმა გოლად აქციეს - "მერანის" კართან 6-ე წუთზე ჩამოწოდებული კუთხურისას ვახტანგ ჭანტურიშვილმა რბილი გადაცემით ბურთი მოჰამედ რეკრუკს გადააწოდა და ამ უკანასკნელს ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. მეორე გოლი 78-ე წუთზე იქნა გატანილი - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ზესტაფონელთა მიერ წამოწყებული შეტევა რატი წინამძღვრიშვილმა გააგრძელა და ბოტი დემელი დროული გადაცემით მოამარაგა... დღევანდელი დაპირისპირების საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე დაფიქსირდა - სტუმართა გოლი ბექა ზაქრაძის ანგარიშზეა. მარგველთა გამარჯვება ანგარიშით 2-1.