სპარინგ-მატჩი მარტვილელებთან
2013 წლის 13 მარტს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ამხანაგური მატჩი გამართა. ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი უმაღლესი ლიგის ბინადარ მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდა.
უნდა ითქვას, რომ დღევანდელ შეხვედრაში მარგველთა რიგებში არ უასპარეზია შემადგენლობის ძირითად ბირთვს. იმერელთა 10 ფეხბურთელმა (კვასხვაძე, კაჭკაჭიშვილი, ლოსანო, ღონღაძე, აფციაური, იელიჩი, გორგიაშვილი, კუტალია, ჭანტურიშვილი, რეკრუკი და დემელი) მატჩის დაწყებამდე გამართულ ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა. მარტვილელებთან სათამაშოდ კი კახა კაჭარავამ ძირითადად ახალგაზრდები და გუნდში გასინჯვაზე მყოფი ფეხბურთელები იხმო. სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობისა და მკურნალობის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა თედო გრიგალაშვილი, გუნდში გასინჯვაზე მყოფმა ირაკლი ჩირიკაშვილმა კი დღეს პირველად მოირგო მარგველთა მაისური.
ზესტაფონურ-მარტვილური დაპირისპირება ზესტაფონელთა ბაზაზე გაიმართა. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:
”ზესტაფონი”: მეშველიანი, გაგოშიძე, თედო გრიგალაშვილი (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), პეტკოვი, ბენაშვილი, ჭანკოტაძე (შალამბერიძე, 62), შარიქაძე, ბაბუნაშვილი (ჩირიკაშვილი, 43), ენდელაძე (სარდალიშვილი, 46), სამუშია, წინამძღვრიშვილი (რაჟამაშვილი, 60).
”მერანი”: შეროზია (მუჯირიშვილი, 63), გეგეჭკორი, ქარქუზაშვილი (ღონღაძე, 65), იობაშვილი (ლურსმანაშვილი, 65), მელიავა, დიდავა, ბუკია (წულაია, 65), ტორონჯაძე (მეგრელაძე, 46), ფონიავა (მონიავა, 65), კუჭუხიძე (გაბისონია, 65), ლომია (შარვაძე, 65),
მასპინძელთა შემადგენლობის ექსპერიმენტალური ხასიათისა და დღევანდელ მატჩში გუნდის წინაშე დასახული მიზნების ხასიათის გათვალისწინებით, უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობაზე დეტალური საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. უბრალოდ გეტყვით იმას, რომ დღევანდელი სპარინგი ფრედ 1-1 დასრულდა. 56-ე წუთზე ზუსტი დარტყმით ანგარიში მერანელმა ლაშა კუჭუხიძემ გახსნა, 72-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დავით რაჟამაშვილის ზუსტი დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა.
|