Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

04.03.2013

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის ოცდამესამე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 4 მარტს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამესამე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე ბათუმის ”დინამოს” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, შალამბერიძე, რობაქიძე, ჯიქიძე, ახალაძე (გიორგაძე, 54), გაჩეჩილაძე, გოგია (წურწუმია, 46), ეგუტიძე (იონანიძე, 80), ო. გრიგალაშვილი, კვარაცხელია, მახარაძე (ჩუბინიძე, 46).

 

უნდა ითქვას, რომ ზამთრის პაუზისას მარგველთა დუბლშემადგენლობაში მრავალი საკადრო ცვლილება განხორციელდა, იმერელთა მეორე გუნდი მნიშვნელოვნად გადასხვაფერდა და გაახალგაზრდავდა. რაც შეეხება ზესტაფონელ და ბათუმელ დუბლიორთა დღევანდელ დაპირისპირებას, ის სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო - მიმდინარეობდა 5-ე წუთი, როდესაც ზღვისპირელთა მცველმა ვაჟა ქორიძემ თავის გუნდი დააწინაურა. ზოგადად, პირველ ტაიმში უკეთ ბათუმელები გამოიყურებოდნენ და 42-ე წუთზე მათ საკუთარი უპირატესობის ორამდე გაზრდაც მოახერხეს - გოლი ამირან აბუსელიძის ანგარიშზეა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში "დინამოს" დუბლიორთა უპირატესობა სამამდე გაიზარდა - 49-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი ვალერიან თევდორაძე გახლავთ. ანგარიშში თითქოს უიმედოდ ჩამორჩენილმა მასპინძლებმა ანგარიშის "დასველება" მალევე მოახერხეს - 52-ე წუთზე გოლი ბადრი კვარაცხელიამ გაიტანა. 65-ე წუთზე კი კარლო ჯიქიძის გოლის ჯერიც დადგა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. ახალგაზრდა იმერლებს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ და მატჩის დასკვნითი ნაწილი მათი შეტევების აკომპანემენტით წარიმართა. მატჩის არბიტრ კობა ჭაჭუას მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ მასპინძელთა დარტყმული ზღვისპირელთა კარის ხარიხას მოხვდა. დასანანი მარცხი - 2-3.

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013