Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
28.02.2013

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები მარგველთა ბანაკიდან

 

 

 

 

 

 

 

 

ავთო ენდელაძე
კახაბერ მეშველიანი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” ისევ მატებაა - მარგველთა რიგებს 18 წლის ავთო ენდელაძე შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ სათამაშო ამპლუას მიხედვით კლუბის ახალწვეული ნახევარმცველია და თავის ახალი გუნდის ღირსებას ის მომდევნო სამწელიწადნახევრის მანძილზე დაიცავს.

 

 

ორიოდე სიტყვით საქართველოს ჩემპიონთა რიგებში მოსული ახალწვეულის შესახებ:

ავთო ენდელაძე - ნახევარმცველი; დაბადებულია - 17.09.1994; სიმაღლე - 177 სმ, წონა - 70 კგ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე თავის დროზე წარმატებული ქართველი გოლეადორის ზვიად ენდელაძის ვაჟი ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიაში” ასპარეზობდა. იმერელთა ახალგაზრდა ახალწვეულს ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშიც არაერთგზის უასპარეზია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მარგველთ ღირსებას ავთო ენდელაძე 26-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

 

არანაკლებ საინტერესო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისა" და ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების გოლკიპერმა კახაბერ მეშველიანმა თავის კლუბთან ახალი შრომითი ხელშეკრულებულება გააფორმა. ახლადგაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად, კახა მეშველიანი იმერული გუნდის ღირსებას მომდევნო ხუთი წლის მანძილზე დაიცავს. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 20 წლის გოლკიპერი ქვეყნის ორგზის ჩემპიონთა რიგებში 90-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013