Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
16.02.2013

 

 

 

 

 

 

 

 

სეზონის საგაზაფხულო ნაწილისათვის მზადება ზესტაფონში გრძელდება

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადებას. მიმდინარე სეზონის საგაზაფხულო ნაწილი 22 თებერვალს სუპერთასისათვის მატჩით გაიხსნება - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს წინა სეზონის ტრიუმფატორები, საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" და თასის მფლობელი გორის საფეხბურთო კლუბი ”დილა” დაუპირისპირდებიან.

 

 

თურქეთიდან ორიოდე დღის წინ დაბრუნებულმა მარგველებმა სეზონის განახლებისათვის მზადება დღეს გააგრძელეს და სუპერთასის დასაუფლებლად გასამართი მატჩისათვის სწორედ საკუთარ ბაზაზე მოემზადებიან. 26 თებერვალსა და 2 მარტს იმერლებს ლანჩხუთის "გურიასთან" ეროვნული თასის მერვედფინალური სტადიის ფარგლებში გასამართი ორმატჩიანი "დუელი" ელით. რაც შეეხება საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო შეხვედრას, მას კახა კაჭარავას გუნდი 9 მარტს გამართვას - ჩემპიონი "დილას" ამჯერად გორში დაუპირისპირდება.

 

უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო დღევანდელ ვარჯიშს თედორე გრიგალაშვილი და რატი წინამძღვრიშვილი გამოაკლდნენ. სამაგიეროდ, საერთო ჯგუფს შეუერთდნენ და მოახლოებული მატჩებისათვის ემზადებიან გუნდის კოტდივუარელი თავდამსხმელი ბოტი გოა დემელი და იმერელთა რიგებში შეკრებამოვლილი ესპანელი მცველი ორიოლ ლოსანო ფარანი. რაც შეეხება ალჟირელ მოჰამედ რეკრუკს, ბულგარელ დიმიტარ პეტკოვსა (მან დღეს სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა) და იმერული გუნდის კაპიტან თორნიკე აფციაურს, ისინი გუნდს ხვალიდან შეუერთდებიან.

 

აქვე დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...

 

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013