Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
11.02.2013

 

 

 

 

 

 

 

 

შეკრება დასასრულს უახლოვდება

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადებას. დღეს სასტუმრო "სუენოს" საფეხბურთო მოედანზე ქართული გუნდის ორი ვარჯიში გაიმართა. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ გუშინ ზესტაფონელთა ბანაკი სენეგალელმა პაპე დიაკიტემ და სერბმა ივიცა მილუტინოვიჩმა დატოვეს.

 

ხვალ საქართველოს ჩემპიონი მიმდინარე თურქულ შეკრებაზე დასკვნით (რიგით მეხუთე) საკონტროლო შეხვედრას გამართავს - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბელორუსიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს, ქალაქ ჟოდინოს საფეხბურთო კლუბ ”ტორპედო-ბელაზს” დაუპირისპირდება. ქართულ-ბელორუსული დაპირისპირება ქალაქ ბელეკში გაიმართება და ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) დაიწყება.

 

აქვე დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...

 

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013