Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
08-10.02.2013

 

 

 

 

 

 

 

 

"ბენდელას თასის" გათამაშების მორიგი შეხვედრა

 

““ბენდელას“ მეოთხედფინალში “ტორპედო“ და “იმერეთი“ გავიდნენ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო საიტიდან www.worldsport.ge

დასასრულს უახლოვდება „ბენდელას თასის“ 22-ე გათამაშების წინასწარი ეტაპი. დასავლურ ქვეჯგუფში, სადაც, როგორც იცით, უმაღლესლიგელების - „ზესტაფონისა“ და „ტორპედოს“ სარეზერვო გუნდებს მომდევნო სტადიის 2 საგზურისთვის კონკურენციას პირველლიგელი ხონის „იმერეთი“ უწევს, დღეს ერთი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.

 

ტორპედოელებმა საკუთარი საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, სტუმრის როლში, დაძაბულ ბრძოლაში ზესტაფონელებს 2:1 სძლიეს, 7 ქულა დააგროვეს  და მომდევნო ეტაპზე თამაში  გაინაღდეს.


... მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა.“ზესტაფონი“ პირველ ტაიმში ოდნავ სჯობდა მეტოქეს და ეს მცირე სათამაშო უპირატესობა მე-19 წუთზე ოთარ კვერნაძის მიერ ქუთაისელთა კარში გატანილ გოლში აისახა. შესვენების შემდეგ  „ტორპედომ“ მეტი მონდომებით ითამაშა, განსაკუთრებით შეცვლაზე შესულები აქტიურობდნენ. 75-ე  წუთზე ბაქარ ლაღაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ლაშა ჩიხლაძემ გაათანაბრა ანგარიში, ზუსტად 10 წუთში კი დიმიტრი მარგველაშვილმა გაუტანა ზესტაფონელებს.


ქვეჯგუფში ერთი მატჩიღა დარჩა გასამართი. მეორე საგზურის ბედი 10 თებერვალს სამტრედიაში გადაწყდება, სადაც ერთმანეთს „იმერეთი“ და „ზესტაფონი“ შეხვდებიან. ზესტაფონელებს ამ მატჩში ფრეც აძლევთ ხელს, ხონელები კი მეოთხედფინალში მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გავლენ.


დღევანდელი მატჩი მეტოქეებმა ასეთი შემადგენლობებით ჩაატარეს:

„ტორპედო“: ოდიკაძე, ლობჟანიძე, მამასახლისი, გელაშვილი, გაბუნია (ბერიშვილი), ქიქავა, ტვილდიანი (ლაღაძე), გოგუაძე (ჩიხლაძე), ალიფერენკო (ბიწაძე), მარგველაშვილი, კილაძე (ასანიძე).
„ზესტაფონი“: მახათაძე, რობაქიძე (ა. გიორგაძე), შალამბერიძე (გამყრელიძე), ჯიქიძე, ო. გრიგალაშვილი (გოგია), გაჩეჩილაძე, ახალაძე (წურწუმია), ეგუტიძე (ბ. გიორგაძე), ჩუბინიძე, კვარაცხელია (ს. იონანიძე), კვერნაძე (მეცხოვრიშვილი).

 

* * *

 

“ბენდელას თასის“ მიმდინარე გათამაშების დასავლურ ქვეჯგუფში დღეს ბოლო შეხვედრა გაიმართა და მეორე მეოთხედფინალისტიც გამოვლინდა. ქუთაისის “ტორპედოს“ სარეზერვო გუნდის დარად, მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება ეროვნული ჩემპიონატის პირველლიგელმა ხონის “იმერეთმა“ მოიპოვა.
ხონელები დღეს “ზესტაფონის“ ახალგაზრდულ გუნდს მისსავე საწვრთნელ ბაზაზე სტუმრობდნენ და მეტოქე 1:0 დაამარცხეს. თამაშის დასრულებამდე 12 წუთით ადრე ხონელთა კაპიტანმა გიორგი გოდერიძემ 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ “იმერეთმა“ ქვეჯგუფში ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ შეძლო მდგომარეობის გამოსწორება, ჯერ “ტორპედოს“ 2:0 მოუგო სტუმრად, დღეს კი “ზესტაფონსაც“ აჯობა.

 


იუზა კაციტაძე, www.worldsport.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013