Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
06.02.2013

 

 

 

 

 

 

 

 

მარგველთა ბანაკში კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა

 

 

 

 

 

 

 

 

თურქულ სიდეში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი ზესტაფონელების ბანაკს დღეს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა. 29 წლის სერბი ივიცა მილუტინოვიჩი მარცხენა მცველი გახლავთ. თავის კარიერის მანძილზე ფეხბურთელს სერბეთისა და კვიპროსის უმაღლესი დივიზიონების სხვადასხვა კლუბებში უასპარეზია.

 

ივიცა მილუტინოვიჩს შემდეგი საფეხბურთო კლუბების "ფერები" დაუცავს: ობილიჩი” (ბელგრადი, სერბეთი) - 2003-2005, ”რადნიჩკი” (ობრენოვაცი, სერბეთი) - 2005-2008, ”ბანატი” (ზრენიანინი, სერბეთი) - 2010, ”ეთნიკოსი” (აჰნა, კვიპროსი) - 2010-2012, ”ბსკ” (ბორჩა, სერბეთი) - 2012. იმერული კლუბისა და ბალკანელი ფეხბურთელის სამომავლო ურთიერთობათა საკითხი საწვრთნელი შეკრების მსვლელობისას გაირკვევა...

 

რაც შეეხება ზემოიმერელთა მზადების პროცესს, კახა კაჭარავამ გუნდი დღეს მხოლოდ ერთხელ ავარჯიშა. სადილის შემდეგ კი ზესტაფონელები ანტალიაში გაემგზავრნენ და ქალაქის ქუჩებში გამართული ექსკურსიისას სახელგანთქმული ტურისტული ცენტრის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ...

 

ქვემოთ კი დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...

 

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013