საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ახალი ფეხბურთელი შეემატა. იმერულ კლუბსა და 19 წლის ფორვარდ მოჰამედ რეკრუკს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებულება, რომლის პირობების თანახმად ალჟირელი თავდამსხმელი მარგველთა ღირსებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” მოსვლამდე, ახალგაზრდა ფეხბურთელი სახელგანთქმული ესპანური საფეხბურთო კლუბის ”რეალ სარაგოსას” მეორე გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა.
მოჰამედ რეკრუკმა, რომელიც "ზესტაფონში" მიმდინარე წლის 16 იანვარს სინჯებზე გამოჩნდა, გუნდის ხელმძღვანელობაზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. ბათუმის "დინამოსთან" 2013 წლის 25 იანვარს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ალჟირელმა ფეხბურთელმა თავი დუბლითაც გამოიჩნა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და მოჰამედ რეკრუკს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებულება ძალაშია 2016 წლამდე. აქვე მოგახსენბთ იმასაც, რომ ზესტაფონელთა ალჟირელი ახალწვეული გუნდის ღირსებას 10-ნომრიანი მაისურით დაიცავს.