საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს სეზონის საგაზაფხულო ნაწილისათვის მზადებას. გუშინ საღამოს ჩატარებული აღდგენითი ხასიათის ღონისძიებების შემდეგ, დღეს გუნდმა ისევ ორჯერ ივარჯიშა.
ხვალ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე თურქულ შეკრებაზე რიგით მეორე საკონტროლო შეხვედრას გამართავს - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” პოლონეთის 14-გზის ჩემპიონსა და მოქმედ ვიცე-ჩემპიონს, ქალაქ ხოჟუვის საფეხბურთო კლუბ ”რუხს” დაუპირისპირდება. ქართულ-პოლონური დაპირისპირება ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) დაიწყება.
აქვე გთავაზობთ დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს...