Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
31.01.2013

 

 

 

 

 

 

 

 

იმერლებს ესპანელი მცველი შეუერთდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

თურქულ სიდეში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი ზესტაფონელების ბანაკს დღეს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა. 31 წლის ესპანეთის მოქალაქე ორიოლ ლოსანო გახლავთ ცენტრალური მცველი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე სანტანდერის "რასინგის" ღირსებას იცავდა.

 

კატალონიაში დაბადებული ორიოლ ლოსანო ფარანის პირველი კლუბი ესპანეთის სწორედ ამ მხარის წარმომადგენელი "ლეიდა" გახლდათ - ფეხბურთელმა აქ 1997-2001 წლებში იასპარეზა. შემდეგ იყო ნაკლებად ცნობილი კლუბები "ონდა" და "ჰოსპიტალეტი", რასაც 2003 წელს სანტანდერის "რასინგში" დაწინაურება მოჰყვა...

 

მთიელთა ("რასინგის ერთ-ერთი ზედმეტსახელია "მწვანე-თეთრებთან" ერთად ) შემადგენლობაში ორიოლ ლოსანომ 7 წლის მანძილზე (2003-2010 წლებში) იასპარეზა და ამ დროის განმავლობაში პრომერადივიზიონში 119 შეხვედრის გამართვაც მოასწრო. ლოსანოს, რომლის სათამაშო ამპლუა ცენტრალური მცველი გახლავთ, პრიმერაში ერთი გოლიც აქვს გატანილი - სწორედ მისმა გოლმა გაამყარა კანტაბრიელთა უპირატესობა 2007 წლის 17 მაისს "მესტალიაზე" ადგილობრივ "ვალენსიასთან" 2-0 მოგებულ შეხვედრაში.

 

2010-2011 წლების სეზონში ფეხბურთელი საბერძნეთში, "არისში" ასპარეზობდა და გუნდს უეფას ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაშც დაეხმარა, ხოლო ბოლო სეზონი სეგუნდადივიზიონელ "მურსიაში" გაატარა.

 

იმერული კლუბისა და ესპანელი ფეხბურთელების სამომავლო ურთიერთობათა საკითხი ოდნავ მოგვიანებით გაირკვევა.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013