Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
30.01.2013

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი ვარჯიში სიდეში

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 29 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩავიდა თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიადან 70 კილომეტრის მოშორებით მდებარე დაბა სიდეში, სადაც გუნდი საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების საგაზაფხულო სტადიის მატჩებისათვის მზადების მეორე ეტაპს გაივლის.

 

გუნდი დაბინავდა სასტუმრო ”სუენო ბიჩ ოტელში”, სადაც იმერელთა გარდა სეზონის განახლებისათვის ემზადებიან ავსტრიული ”ადმირა-ვაკერი” და ფრანქფურთის ქალ ფეხბურთელთა გუნდი.

 

გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათი), გუნდმა სიდეში პირველი ვარჯიში გამართა. დღეიდან კი კახა კაჭარავას გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავს ...

 

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც სასტუმრო "სუენოს" საფეხბურთო მოედანზე ზესტაფონელთა პირველი ვარჯიშის მისმდინარეობას ასახავს.

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013