Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
29.01.2013

 

 

 

 

 

 

 

 

დასავლურ ქვეჯგუფში "ზესტაფონი" დაწინაურდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო საიტიდან www.worldsport.ge

,,ბენდელას თასის“ ოცდამეორე გათამაშების დასავლურ ქვეჯგუფში დღეს მეორე ტურის მატჩი შედგა. ქუთაისის ,,ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ,,ტორპედო“ და ,,ზესტაფონი“ ერთმანეთს სარეზერვო შემადგენლობებით დაუპირისპირდნენ.


მოედანზე სქლად ჩამოწოლილი ნისლის მიუხედავად, თამაში საკმაოდ სწრაფი და თვალსასეირო გამოდგა. მასპინძლებს უკვე მე-4 წუთზე შეეძლოთ დაწინაურება, როცა ვაჟა ქიქავამ ახლოდან დაარტყა ზესტაფონელთა კარისკენ, მაგრამ გია მახათაძემ ძნელი ბურთის მოგერიება შეძლო.


სტუმრებმა პირველსავე იერიშში იხეირეს. ტორპედოელთა საჯარიმოში მარჯვნიდან ჩაკიდებული ბურთი ავთანდილ ეგუტიძემ კარგად დაუგდო ნოდარ გაჩეჩელაძეს, სტუმართა კაპიტანმაც ახლოდან გაუტანა დავით კუპატაძეს. ამის შემდეგ ორივე გუნდი აქტიურობდა. ქუთაისელთაგან ორჯერ ნიკა ახვლედიანს და თემურ მარკოზაშვილს, ზესტაფონელთაგან კი ოთარ კვერნაძეს მიეცა გატანის შესაძლებლობა, თუმც სამივემ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ააცილა. ტორპედოელებმა 29-ე წუთზე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ზესტაფონელმა მცველებმა უყურადღებოდ დატოვეს ახვლედიანი, რომელმაც მათ შეცდომა აღარ აპატია და ახლო მანძილიდან შეარხია კარის ბადე.


მეორე ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. ,,ზესტაფონის“ კართან რამდენიმე საგოლე მომენტი შეიქმნა, თუმც გიგა ტვილდიანმა, ჯემალ კილაძემ, გოგა ბერიაშვილმა მიზანში ვერ მოარტყეს. ქუთაისელები კი ჯერ კვერნაძის დარტყმულს გადაურჩენ და მერე გუგა მახარაძისას, რომელმაც სოლო რეიდით შეაღწია ,,ტორპედოს“ საჯარიმოში.


მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. გათამაშების დებულების თანახმად 11-მეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც ბედმა ზესტაფონელებს გაუღიმა, მათ 7-დან 6 გაიტანეს, ტორპედოელებმა ერთით ნაკლები. საბოლოოდ ,,ზესტაფონმა“ ამ მატჩში 2 ქულა მიითვალა, ,,ტორპედომ“ კი 1.


,,ბენდელა თასის“ გათამაშების დასავლურ ქვეჯგუფში, სადაც 5 ქულით ,,ზესტაფონი“ ლიდერობს, მორიგი შეხვედრა 2 თებერვალს გაიმართება. ,,ტორპედო“ სამტრედიაში ხონის ,,იმერეთს“ გაეჯიბრება.

,,ზესტაფონი“: გია მახათაძე, მირიან რობაქიძე, გიგა წურწუმია, კარლო ჯიქიძე (ბიჭიკო ფოცხვერაშვილი, 60), გიორგი ახალაძე (თენგიზ კალანდაძე, 46). ნოდარ გაჩეჩილაძე(კ), ნიკა შალამბერიძე, გიორგი ჩუბინიძე (ომარ გრიგალაშვილი, 46), ავთანდილ ეგუტიძე (გუგა მახარაძე, 46), ბადრი კვარაცხელია, ოთარ კვერნაძე (საბა იონანიძე, 75).

 

იუზა კაციტაძე, www.worldsport.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013