Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
28.01.2013

 

 

 

 

 

 

 

 

”ზესტაფონი” შეკრებაზე მიემგზავრება

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამწლიანი პაუზის შემდეგ "ზესტაფონი" "სუენოში" ბრუნდება

ხვალ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიფრინავს თურქეთში, სადაც 29 იანვრიდან 13 თებერვლამდე პერიოდში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების განახლებისათვის მზადების დასკვნითი, მეორე მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

საგაზაფხულო ბატალიებისათვის მომზადების მეორე ეტაპის გასავლელად, მარგველთა დამრიგებლის კახა კაჭარავას გადაწყვეტილებით, თურქეთში შემდეგი 24 ფეხბურთელი მიემგზავრება:

 

მეკარეები: როინ კვასხვაძე, კახაბერ მეშველიანი, რომან ტურავა;

 

მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე;

 

ნახევარმცველები: თორნიკე აფციაური, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, ლევან შარიქაძე, გურამ სამუშია, დავით რაჟამაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, იგორ იელიჩი, ავთო ენდელაძე, გიორგი ჭანკოტაძე, ლევან კუტალია, მიხეილ სარდალიშვილი;

 

თავდამსხმელები: რატი წინამძღვრიშვილი, ბოტი გოა დემელი, მოჰამედ რეკრუკი.

 

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თბილისი - სტამბული - ანტალია - სიდეს მარშრუტით, 29 იანვარს, დილის 6:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება. ხმელთაშუა ზღვის ანატოლიურ სანაპიროზე ზესტაფონელები კარგად ნაცნობ სასტუმრო ”სუენო ბიჩ ოტელში” დაბინავდებიან ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013