საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების საგაზაფხულო სტადიის მატჩებისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს.
ხვალ, 25 იანვარს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მიმდინარე წელიწადში რიგით მეორე საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. თურქეთის რესპუბლიკაში დაგეგმილ საწვრთნელ შეკრებაზე გამგზავრებამდე გასამართ დასკვნით შეხვედრაში, რომელსაც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, ქვეყნის ჩემპიონს ბათუმის საფეხბურთო კლუბი "დინამო" დაუპირისპირდება. ზღვისპირელებთან სპარინგ-მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.