საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დღევანდელ ვარჯიშზე კიდევ ერთი უცხოელი ფეხბურთელი გამოჩნდა - 24 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის სახელი ვიტორ როსინი და კუნია გახლავთ. თავის დროზე ამ ფეხბურთელს ბრაზილიური "ვილა ნოვას" და "გუარანის" რიგებში უასპარეზია.
რაც შეეხება სავარჯიშო პროცესს, კახა კაჭარავა და მისი სამწვრთნელო შტაბი აწარმოებენ აქტიურ მუშაობას როგორც "ზესტაფონის" ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე სათამაშო და ტაქტიკური კომპონენტების დახვეწის კუთხით...
20 იანვარს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მიმდინარე წელიწადში პირველ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. შეხვედრაში, რომელიც იმერული კლუბის ბაზაზე გაიმართება, ქვეყნის ჩემპიონს ცხინვალის საფეხბურთო კლუბი "სპარტაკი" დაუპირისპირდება. პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერთან სპარინგ-მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.