სიახლეები "ზესტაფონიდან"
ორდღიანი დასვენების შემდეგ, გუშინ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მშობლიურ ქალაქში შეიკრიბა და საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების საგაზაფხულო სტადიის მატჩებისათვის მზადება განაგრძო. იმერული კლუბის ბაზაზე დღეს გამართული ვარჯიში იმითაც იყო საინტერესო, რომ მოედანზე რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც გამოჩნდა.
ძალიან სასიხარულო გახლავთ ისიც, რომ სხვადასხვა ხასიათის ტრავმებით გამოწვეული იძულებითი პაუზისა და ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდნენ თორნიკე აფციაური, ლევან შარიქაძე და თორნიკე გრიგალაშვილი.
რაც შეეხება "ახალ სახეებს" - დღეს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშეს 26 წლის სერბმა მცველმა სლავკო ჩულიბრკმა, რომელიც ბოლოს სერბული უჟიცეს "სლობოდაში" ასპარეზობდა, 19 წლის ალჟირელმა ფორვარდმა მოჰამედ რეკრუკმა (ის "სარაგოსას" დუბლებში ირიცხებოდა) და კატალონიური "ბარსელონას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა, 18 წლის კამერუნელმა ნახევარმცველმა ოლივიე მუსიმა ებონგემ.
ამასთან ერთად, გუნდთან ერთად ივარჯიშეს 24 წლის გიორგი გუგავამ, 16 წლის გოლკიპერმა რომან ტურავამ და 17 წლის ფორვარდმა ბადრი კვარაცხელიამ. უნდა აღინიშნოს ის, რომ ტურავაც და კვარაცხელიაც ბოლოს ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ბაიას" ღირსებას იცავდნენ. იმერული კლუბისა და ზემოთნახსენები ფეხბურთელების სამომავლო ურთიერთობათა საკითხი მოგვიანებით გაირკვევა.
|
ოლივიე მუსიმა ებონგე და მოჰამედ რეკრუკი |
|
სლავკო ჩულიბრკი, მოჰამედ რეკრუკი და ოლივიე მუსიმა ებონგე |
|
საერთო ჯგუფს თორნიკე აფციაური და ლევან შარიქაძე შეუერთდნენ |
|
რომან ტურავა |
|
სლავკო ჩულიბრკი |
|
ავთანდილ ენდელაძე |
|
საბა ლომია |
|
|
|
|
|