Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
30.12.2012

 

 

 

 

 

 

 

 

სტატისტიკა და ციფრები

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ეტაპი ისტორიის კუთვნილება გახდა. გთავაზობთ სხვადასხვა ხასიათის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და კლუბის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, სადღეისოდ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამართული 278 მატჩი აქვს, აქედან 162 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 57 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 59-ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაა 469-229. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 543 ქულა...

 

თორნიკე აფციაური და თორნიკე გორგიაშვილი გახდნენ მარგველთა შესაბამისად რიგით მეათე და მეთერთმეტე წარმომადგენლები, რომლებმაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების საპატიო 100-მატჩიანი ზღვარი გადალახეს. ჩემპიონატის ახლახან დასრულებული პირველი ეტაპის ფინიშს თორნიკე აფციაური - 107 -მატჩიანი, ხოლო თორნიკე გორგიაშვილი 104-მატჩიანი მაჩვენებლით შეხვდნენ. რაც შეეხება ზესტაფონელთა რიგებში 133 მატჩის ჩამტარებელ ალექსი ბენაშვილს, სადღეისოდ ის ამ მაჩვენებლით კლუბის რეკორდსმენი გახლავთ.

 

ზემოთნახსენები სამეულის გარდა, ფეროელთა მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობისას გადალახული 100-მატჩიანი მაჩვენებლით კიდევ 8 ფეხბურთელი იწონებს თავს - როინ კვასხვაძე 132, გიორგი ხიდეშელსა და სევასტი თოდუას ”ზესტაფონის” ღირსება 116-116, ზურაბ იონანიძეს - 113, ზაალ ელიავასა და ირაკლი ძარიას - 108-108, ნიკოლოზ გელაშვილს - 107, ხოლო შოთა გრიგალაშვილს - 101 შეხვედრაში დაუცავთ.

 

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კლუბის ღირსება ერთბაშად 8 ეროვნულ ჩემპიონატში ორ ფეხბურთელს (როინ კვასხვაძე და ალექს ბენაშვილი) დაუცავს.

 

აღნიშვნის ღირსია კლუბის საუკეთესო გოლეადორთა ”ჭიდილი” - სადღეისოდ ზესტაფონელ მეგოლეთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს ნიკოლოზ გელაშვილი - ქვეყნის 2009 და 2011 წლების საუკეთესო ბომბარდირის ანგარიშზე ეროვნულ ჩემპიონატის მატჩებში გატანილი 63 გოლია. მეორე ადგილზე 48 ზუსტი დარტყმითაა ზურაბ იონანიძე, ხოლო 44 გატანილი გოლით მესამეზე ჯაბა დვალი გახლავთ მოკალათებული. მათ კვალში რატი წინამძღვრიშვილი - 24, გოგა ფიფია - 21, შოთა გრიგალაშვილი - 18 და თორნიკე გორგიაშვილი - 18 გატანილი გოლით მოჰყვებიან.

 

მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატის 22 ტურში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით 30 ფეხბურთელმა იასპარეზა. ზესტაფონელთა მიერ გატანილი 30 გოლი 17 ფეხბურთელის ანგარიშზეა, იმერლებმა 38 ყვითელი და 3 წითელი ბარათი მიიღეს. პირველობის პირველ ეტაპზე ყველაზე შედეგიანად მარგველთა ნახევარდაცვის ხაზის ფეხბურთელები ირჯებოდნენ - მათ ანგარიშზე 19 გატანილი გოლია, თავდასხმის ხაზის წარმომადგენელთა ანგარიშზე 7 გატანილი გოლია, 4 გოლიც გუნდის მცველებმა გაიტანეს.

 

30 გატანილი გოლიდან 19 ზესტაფონელებმა გასვლით შეხვედრებში გაიტანეს, შინ კი მეტოქის კარის აღება მხოლოდ 11-ჯერ მოახერხეს. გატანილი გოლების უდიდესი ნაწილი (11) მარგველებმა მატჩების დასკვნით 15 წუთში გაიტანეს, რაც საერთო რიცხვის 36,7 % შეადგენს. 6 გოლი (20,0 %) იქნა გატანილი 15-30 წუთების შუალედში, 5 გოლი (16,7 %) - 60-75 წუთებზე, 4 გოლი (13,3 %) - 30-45 წუთებზე, ყველაზე ნაკლები გოლი კი იმერლებს ტაიმების საწყის 15-წუთეულში გაჰქონდათ - 0-15 და 45-60 წუთებზე სულ რაღაც 2-2 (6,7-6,7 %) გოლია გატანილი. სულ, შეხვედრების პირველ ტაიმში 12 (40 %), ხოლო მეორეში 18 (60 %) გოლია გატანილი.

 

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები XXIV ეროვნულ ჩემპიონატში

ფეხბურთელი

თამაში

გოლი

ყვითელი

წითელი

როინ კვასხვაძე

21

- 17
1
-
თედორე გრიგალაშვილი

21

1

4

-

შოთა ბაბუნაშვილი

18

3

1

-

თეიმურაზ ღონღაძე

17

1

7

-

რატი წინამძღვრიშვილი

17

4

1

-

გიორგი კაჭკაჭიშვილი

17

1

1

2

პატრიკ მილხრაუმი

17

1

3

-

ლევან შარიქაძე

16

3

-

-

თორნიკე გრიგალაშვილი

16

1

-

-

თორნიკე აფციაური

15

1

3

1

ზურაბ მენთეშაშვილი

15

2

5

-

მამუკა კობახიძე

15

-

1

-

თორნიკე გორგიაშვილი

14

4

-

-

იგორ იელიჩი

11

1

1

-

ალექს ბენაშვილი

9

2

3

-

 

ფეხბურთელი

თამაში

გოლი

ყვითელი

წითელი

ბოტი გოა დემელი

9

1

2

-

დავით რაჟამაშვილი

9

-

1

-

ზაალ ელიავა

8

-

3

-

ოთარ კვერნაძე

8

1

-

-

მიშო სარდალიშვილი

6

2

-

-

დავით მუჯირი

6

-

-

-

მალხაზ გაგოშიძე

4

-

-

-

გურამ სამუშია

4

-

-

-

ბერდია შარვაძე

3

1

-

-

ვახტანგ ჭანტურიშვილი

3

-

1

-

აბაიომი ოვონიკოკო

3

-

-

-

ზურაბ მამალაძე

1

- 3

-

-

ილია კერძევაძე

1

-

-

-

გუგა კიკნაძე

1

-

-

-

მირიან რობაქიძე

1

-

-

-

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012