Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

24.12.2012

 

 

 

 

 

 

"დინამოსთან" შესრულებული ზესტაფონური დუბლი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

24 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეორე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, რობაქიძე, გაგოშიძე, ჯიქიძე, გაჩეჩილაძე, შალამბერიძე (ხუჯაძე, 60), კიკნაველიძე, ომარ გრიგალაშვილი, ჭანტურიშვილი, კიკნაძე, კვერნაძე.

 

იმერულმა გუნდმა შეხვედრა ზედმეტად ფრთხილად დაიწყო და თამაშის საწყისი მონაკვეთი დინამოელთა დუბლების სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა - მასპინძელთა დაცვის უყურადღებობით კარგად ისარგებლა ვაჟა მათიაშვილმა და ზესტაფონელთა გოლკიპერ კახა მეშველიანთან პირისპირ გასულმა ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში უპრობლემოდ გადაგზავნა. ანგარიშის გათანაბრების შანსი მალევე მიეცა ოთარ კვერნაძეს, თუმცა მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა ...

 

დიდი ბრძოლა გაჩაღდა მწვანე მინდორზე მეორე ტაიმშიც. უპირატესობას ხან ერთი მხარე ეუფლებოდა, ხანაც მეორე და სახიფათო მომენტები ორივე კართან მრავლად იქმნებოდა. ასეთ თამაშში მეტად გაუმართლა მასპინძლებს, რომლებმაც 71-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს - ოთარ კვერნაძის ფლანგურ გარღვევას მეტოქის კარის გასწვრივ გაკეთებული კარგი გადაცემა მოჰყვა, იქ კი ბურთს ვახტანგ ჭანტურიშვილი დახვდა და ის სტუმართა კარის ბადეში მშვიდად გადაგზავნა.

 

ანგარიშის გაყაიმებით შეგულიანებულმა მასპინძლებმა მოსაგებად გაიწიეს და დღევანდელ შეხვედრაში გამოჩენილი თავდადება მათ მატჩის მიწურულს დაუფასდათ - 88-ე წუთზე ხუჯაძე-კიკნაძის სწრაფი იერიში შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში გაკეთებული დროული გადაცემითა და ოთარ კვერნაძის მიერ გატანილი გამარჯვების გოლით დასრულდა. ზესტაფონელთა მძიმე ბრძოლაში მოპოვებული და დამსახურებული გამარჯვება ანგარიშით 2-1.

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012