Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

16.12.2012

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეოცე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

16 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეოცე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ჯიქიძე, რობაქიძე, გაგოშიძე, კიკნაველიძე (ჭეიშვილი, 83), შალამბერიძე (ომარ გრიგალაშვილი, 58), გაჩეჩილაძე, ხუჯაძე (კუპრაშვილი, 62), ეგუტიძე, კიკნაძე (ჩუბინიძე, 76), კვერნაძე (იონანიძე, 67).

 

შეხვედრა მასპინძელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობით წარიმართა და ეს უპირატესობა ზესტაფონელთა მიერ თითო ტაიმში სტუმართა კარის ორ-ორჯერ აღებაში იქნა ასახული. ანგარიში 36-ე წუთზე გაიხსნა - ნოდარ კიკნაველიძის ზუსტი გადაცემის შემდეგ თავი ოთარ კვერნაძემ გამოიჩნა. გატანილი გოლის შემდეგ თამაშის განახლებისთანავე ანგარიში ორამდე გაიზარდა - 37-ე წუთზე თავი გამოიჩინა გუგა კიკნაძემ, რომელმაც თანაგუნდელის კარგი გადაცემა ოსტატურად დაამუშავა და სტუმართა გოლკიპერს საკუთარი კარის გადარჩენის მცირე შანსიც არ დაუტოვა.

 

მასპინძლები მეორე ტაიმშიც უკეთ გამოიყურებოდნენ და 50-ე წუთზე ანგარიში სამამდე გაიზარდა - ოთარ კვერნაძემ ჯერ სტუმართა მცველები დატოვა უსაქმოდ, შემდეგ კი ბოლნისელთა კარის დარაჯი... დღევანდელ უხვგოლიან დაპირისპირებაში საბოლოო წერტილი 61-ე წუთზე იქნა დასმული - ავთანდილ ეგუტიძემ ქვემოქართლელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. მატჩის დასკვნით ნაწილში იმერელთა დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ შეცვლებს მიმართა და მოედანზე 1995-1996 წლებში დაბადებული რამდენიმე ფეხბურთელიც გამოიყვანა. ახალგაზრდა ზესტაფონელებს თავი ნამდვილად არ შეურცხვენიათ და სტუმართა კართან კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა - ზესტაფონელთა დამსახურებული გამარჯვება ანგარიშით 4-0.

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012