მარგველთა მწვრთნელ-კონსულტანტად კახა კაჭარავა დაინიშნა
დღეს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა გუნდის ფეხბურთელებსა და პერსონალს წარუდგინა გუნდის ახალი დამრიგებელი - კახა კაჭარავა. ცნობილი ქართველი მწვრთნელი, რომელმაც სახელი თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოში" წარმატებული მუშაობის პერიოდში გაითქვა და დღესდღეობით საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზეც მუშაობს, საქართველოს ჩემპიონთა რიგებში მწვრთნელ-კონსულტანტის თანამდებობაზე დაინიშნა და იმერულ კოლექტივს სეზონის პირველი ეტაპის დასრულებამდე დარჩენილ სამ შეხვედრაში უხელმძღვანელებს.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.