12.12.2012
დუბლიორთა ტურნირის მეცხრამეტე ტური
12 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცხრამეტე ტურის ერთი გადადებული მატჩი. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები საჩხერეში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” მეორე გუნდს ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე, რობაქიძე, თვალავაძე, ჯიქიძე (ფოცხვერაშვილი, 57), კიკნაველიძე, ომარ გრიგალაშვილი (ლეკვეიშვილი, 46), შალამბერიძე (ჩუბინიძე, 70), გაჩეჩილაძე, ხუჯაძე, ეგუტიძე (იონანიძე, 55), ჭეიშვილი (კუპრაშვილი, 73).
უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრის მეორე ნახევრის პირველ 20 წუთში გუნდებმა ერთმანეთის კარის ბადე ზედიზედ ოთხჯერ შეარხიეს: ანგარიში 50-ე წუთზე საჩხერელმა ბადრი დემეტრაშვილმა გახსნა; 52-ეზე ბესო ბარბაქაძემ მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა; 58-ე წუთზე გიორგი ნიჟარაძემ "ჩიხურა" უკვე სამი ბურთის სხვაობით დააწინაურა; რაც შეეხება სტუმრებს - 66-ე წუთზე საბა იონანიძემ მოახერხა ანგარიშში სხვაობის შემცირაბა.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში გუნდებმა გოლები გაცვალეს - 71-ე წუთზე საჩხერელი გუგულა იაკობაშვილის მიერ გატანილ გოლს 86-ეზე ზესტაფონელმა ანზორ კუპრაშვილმა უპასუხა. მასპინძელთა გამარჯვება ანგარიშით 4-2.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|