Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

29.11.2012

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეჩვიდმეტე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 29 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მორიგი, მეჩვიდმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები გორის საფეხბურთო კლუბ ”დილას” მეორე გუნდს ესტუმრნენ.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, შალამბერიძე, გაგოშიძე, ჯიქიძე (იონანიძე, 83), გაჩეჩილაძე, შარვაძე (რობაქიძე, 46), კიკნაველიძე (ომარ გრიგალაშვილი, 59), კიკნაძე (ხუჯაძე, 65), ჭანტურიშვილი, სარდალიშვილი, კვერნაძე (ეგუტიძე, 46).

 

ზესტაფონელი და გორელი დუბლიორების დღევანდელი შეხვედრა, რომელიც გორის ხელოვნურსაფარიან მინდორზე გაიმართა, სწრაფ ტემპში და საკმაოდ სანახაობრივად წარიმართა. მატჩის პირველი ნახევრის შუაწელს უპირატესობა ხელთ მასპინძლებმა იგდეს და 22-ე წუთზე გია ტაბატაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა. ზესტაფონელები არ დანებდნენ და შეხვედრის 28-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილის გოლით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. თუმცა, 31-ე წუთზე მასპინძლები ისევ წინ გავიდნენ - გოლი გიორგი აბურჯანიას ანგარიშზეა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიშში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა - 53-ე წუთზე გია ტაბატაძემ დუბლი შეასრულა. მატჩის დასკვნით ნაწილში ანგარიშის სათავისოდ შეცვლის შესაძლებლობები ორივე მხარეს კი მიეცა, თუმცა ის უცვლელი დარჩა. გორელთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012