Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

28.11.2012

 

 

 

 

 

 

მარცხი გორში

 

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 28 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩები. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სრადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”დილამ” საქართველოს მოქმედ ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

 

 

დღევანდელი შეხვედრა სანახაობრივი არ გამოდგა. პირველი ნახევარი გორელთა მცირე ტერიტორიული უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა თამაშის ამ მონაკვეთს მაინც თანაბარი ეთქმოდა. მეტოქეებმა ჯერ სახიფათო მომენტები გაცვალეს - გოგიტა გოგუას ძალიან სახიფათო დარტყმულს თორნიკე აფციაურმა არანაკლებად ეფექტური გასროლით უპასუხა, თუმცა ორივე ამ ეპიზოდში დარტყმებს სიზუსტე დააკლდა. ტაიმის მიწურულს, გორელთა საჯარიმოში თეიმურაზ ღონღაძის წაქცევისათვის გამო, იმერლები 11-მეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მატჩის არბიტრ ჯენერი ხორავას ამ ეპიზოდში წესის დარღვევა არ აღმოუჩენია. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ დღევანდელ შეხვედრას ემსახურებოდა არბიტრთა ექვსკაციანი ბრიგადა...

 

მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, განსაკუთრებული სიმწვავე არც ერთ და არც მეორე კართან არ იქმნებოდა. თუმცა, გორელებმა მაინც მოახერხეს როინ კვასხვაძის კარის აღება. დღევანდელ შეხვედრაში დანიშნული პირველივე კუთხური (68-ე წუთი) გაგრძელდა ბურთის სწრაფი გათამაშებითა და დავით კვირკველიას საჯარიმოში ჩაწოდებით, სადაც ყველას გიორგი ონიანმა დაასწრო და თავის გუნდი ძლიერი თავურით დააწინაურა. ექსზესტაფონელის მიერ თავის ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი და შესაბამისად გორელთათვის გამარჯვების მომტანი გამოდგა - 1-0.

 

მატჩის შემდეგ (www.geosports.ge):

გიორგი დარასელია("დილა"): "წაგებული თამაშის შემდეგ ძნელი იყო გადაწყობა. რთული თამაში გამოდგა ბიჭებისთვის. პირველი ტაიმი ძალიან გაგვიჭირდა, მეორე ნახევარში კი გოლის გატანა შევძელით და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ. "ზესტაფონის" სახით ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. იყო ხარვეზები, მაგრამ საერთო ჯამში თამაშით კმაყოფული ვარ".

დავით მუჯირი ("ზესტაფონი"): "დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, რაღაც მომენტში მოვდუნდით და დავისაჯეთ კიდეც. ფაქტობრივად, სამივე შეცვლა იძულებით მოგვიწია, შემდეგ კი ათი კაცით დავრჩით. წინ ბევრი მატჩია, ზამთრამდე ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა".

 

 

 

28.11.2012 ”დილა” (გორი) - ”ზესტაფონი” 1-0

დაწვრილებით:

 

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 2 დეკემბერს ზესტაფონში გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მატჩში იმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლებენ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012