Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

26.11.2012

 

 

 

 

 

 

ქართველთა რეიტინგი უეფაში

 

ქართველთაგან პირველი ისევ "ზესტაფონია"

 

 

 

 

 

 

 

 

 

ევროტურნირებზე მორიგი სამშაბათ-ოთხშაბათ-ხუთშაბათის შემდეგ, უეფას საკლუბო რეიტინგი გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, ქართულ კლუბებს ქულები არ შეცვლიათ. როგორც იცით, ეს რეიტინგი ევროტურნირებზე ნაჩვენები ბოლო 5 წლის შედეგებით კეთდება. სიაში 7 ქართული კლუბია და მათ შორის, ყველაზე მაღლა “ზესტაფონია”, რომელსაც თბილისის “დინამო” და რუსთავის “მეტალურგი” მოჰყვებიან.


რაც შეეხებათ ევროპაში საუკეთესოებს, ამ სიას, რა თქმა უნდა, “ბარსელონა” ლიდერობს და  ათეულში კიდევ 3 ესპანური კლუბია: “რეალი”, “ვალენსია” და “ატლეტიკო”.


ათეულში ვერ ვხედავთ ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან “მილანი” (მე-12 ადგილზე), “ლივერპული” (მე-18), “მანჩესტერ სიტი” (მე-19), პსჟ (24-ე), “იუვენტუსი” (32-ე), “დორტმუნდი” (43-ე)... თუმცა, ვიმეორებთ, რომ შედეგები მიღებულია ევროტურნირებზე მოგება-ფრე-წაგების მაჩვენებლებით.  


იმ კლუბებს შორის, სადაც ქართველი ლეგიონერი ირიცხება, ყველაზე მაღლა ჯანო ანანიძის “სპარტაკია” (55-ე)...

ქართული კლუბებიდან რეიტინგში ყველაზე წინ ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონია", რომელიც 220-ე პოზიციაზეა. სულ უეფას რეიტინგის 400 საუკეთესოში შვიდი ქართული კლუბი მოხვდა, რომლებიც შემდეგ ადგილებს იკავებენ.

 

ადგილი
კლუბი
კოეფიციენტი
220
"ზესტაფონი"
5.833
232
"დინამო"
5.333
243
"მეტალურგი"
4.833
298
"დილა"
3.333
299
"ვიტ ჯორჯია"
3.333
343
"გაგრა"
2.333
354
"ტორპედო"
2.083

 

იბეჭდება მცირე ცვლილებებით ...

www.worldsport.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012