ორდღიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ისევ საკუთარ ბაზაზე შეიკრიბა და ბათუმის "დინამოსთან" გასამართი ეროვნული ჩემპიონატის მატჩისათვის მზადებას შეუდგა. 18 ნოემბერს ქალაქ ქობულეთის სტადიონ "ჩელე-არენაზე" პირველობის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა გაიმართება - ”ზესტაფონი” აჭარას ორწლიანი პაუზის შემდეგ ეწვევა.
გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც ქვეყნის ჩემპიონთა პირველი გუნდის დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.