Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

12.11.2012

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეთოთხმეტე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

12 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთოთხმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, შალამბერიძე, გაგოშიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, შარვაძე (გაჩეჩილაძე, 46), კიკნაველიძე (რობაქიძე, 73), აფციაური, ჭანტურიშვილი, სამუშია (რაჟამაშვილი, 46), სარდალიშვილი, კიკნაძე (კვერნაძე, 57).

 

ზესტაფონელ და ქუთაისელ დუბლიორთა შეხვედრა, როგორც იმერული კლუბების ნებისმიერი რანგის მატჩს შეეფერება, ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ზესტაფონელებმაგატანა უკვე 6-ე წუთზე მოახერხეს - გუგა კიკნაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად ნიკა შალამბერიძემ აქცია. მასპინძლებმა მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს და ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე უაღრესად სახიფათო ეპიზოდი შექმნეს ქუთათურთა კართან. მთელი პირველი ტაიმის მანძილზე მარგველთა უპირატესობა აშკარა გახლდათ, თუმცა სტუმართა მეკარე მაქსიმე ქვილითაიას ოსტატური თამაშისა და შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში მასპინძელთა უზუსტობის გამო ტაიმის ბოლო წუთამდე ანგარიში უცვლელი რჩებოდა. 45-ე წუთზე კი ... ის გათანაბრდა - სტუმართა პირველივე სახიფათო იერიში ზუსტი თაურით გოლად მამია გავაშელიშვილმა აქცია.

 

მეორე ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და შუა ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს - 70-ე წუთზე მამია გავაშელიშვილის მეორე გოლს 72-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ უპასუხა. ორივე მხარეს სურდა გამარჯვების მოპოვება და ამიტომაც ორივე გოლკიპერს არაერთგზის მოუწია მთელი თავისი ოსტატობის დემონსტრირება. მატჩის ბედი 90-ე წუთზე გადაწყდა. დღევანდელ შეხვედრაში სტუმართა უკანასკნელი შეტევა ზესტაფონელთა გოლკიპერმა კახა მეშველიანმა დროულად ჩაშალა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მასპინძელთა გოლკიპერი ბურთს დაეუფლა, მას ერთ-ერთი ქუთაისელი ფეხბურთელი შეეჯახა, ხოლო მატჩის არბიტრმა ამ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევა დაინახა და "ზესტაფონის" კარში დანიშნა 11-მეტრირანი, რომელიც თეიმურაზ მარკოზაშვილმა ზუსტად შეასრულა. ზესტაფონელთა მარცხი ანგარიშით 2-3.

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012