ორდღიანი დასვენების შემდეგ, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საკუთარ ბაზაზე შეიკრიბა და საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩისათვის მზადებას შეუდგა. 11 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე პირველობის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა გაიმართება - იმერულ დერბიში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტოპედოს” უმასპინძლებს.
გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც ზემოიმერელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.