Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

05.11.2012

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეცამეტე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 5 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდი რუსთავში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "მეტალურგის" რეზერვისტებს ესტუმრა.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, რობაქიძე, შალამბერიძე, გაგოშიძე, კიკნაველიძე (ჯიქიძე, 46), შარვაძე (ხუჯაძე, 71), გაჩეჩილაძე, შინდაგორიძე (ღირდალაძე, 46), ჭანტურიშვილი, კიკნაძე, სარდალიშვილი.

 

საინტერესოა, რომ დღევანდელი შეხვედრა საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გამოქცეულმა სირიელმა არბიტრმა აბდალა ბასლეჰლომ იმსაჯა... ორივე გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო და მას შემდეგ, რაც რუსთაველებმა და ზესტაფონელებმა ერთმანეთის კართან შექმნილი სახიფათო მომენტები გაცვალეს, 21-ე წუთზე, მიშიკო სარდალიშვილის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად ბერდია შარვაძემ აქცია.

 

მასპინძლებმა სტუმართა გოლს ზვიად ლობჟანიძის მიერ 26-ე წუთზე გატანილი გოლით უპასუხეს - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ზესტაფონელთა საჯარიმოში შეჭრილი რუსთაველის უძლიერეს დარტყმას სტუმართა გოლკიპერმა კახა მეშველიანმა ვერაფერი მოუხერხა. მთლიანობაში პირველ ტაიმს თანაბარი ეთქმოდა, თუმცა იმერლებმა მისი სათავისოდ დასრულება მაინც მოახერხეს - 45-ე წუთზე "მეტალურგის" მცველებს გუგა კიკნაძე გაექცა და ივან ჰოსმანთან პირისპირ გასულმა თავის საქმე ცივსისხლიანად შეასრულა...

 

მეორე ტაიმის დებიუტში გუგა კიკნაძესა და ზურა ღირდალაძეს ზესტაფონელთა კიდევ უფრო დაწინაურება მართებდათ, თუმცა სტუმრებმა მომენტები გაანიავეს. მეტიც, 71-ე წუთზე გიორგი ბებიამ ანგარიში ისევ თანაბარი გახადა. ორივე გუნდს გამარჯვების მიღწევა სურდა და მატჩის მიწურულს გახსნილი ფეხბურთი გაჩაღდა. ყველაფრის ამის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა - ფრე 2-2.

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012