Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

03.11.2012

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელებს სატურნიტო მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ

 

 

 

 

 

 

 

 

ბურთით ზურაბ მენთეშაშვილი

საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი მოქმედ ჩემპიონს უმასპინძლებს. გუნდებს შორის დაპირისპირება ყოველთვის მნიშვნელოვანია და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ორივე გუნდს აუცილებლად მოგება სჭირდება.

 

საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" დღის 14:00 საათზე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა, ვარჯიშის შემდეგ კი,  გუნდმა თბილისისკენ აიღო გეზი... 

 

Allsport-ი მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით "ზესტაფონის" ფეხბურთელებს დაუკავშირდა და მატჩის წინა განწყობაზე ესაუბრა.

 

 

პატრიკ მილხრაუმი: "სამწუხაროდ, ბევრი ქულები დავკარგეთ, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და იმისათვის, რომ ექვსეულში დარჩენა არ გაგვიჭირდეს. მომდევნო თამაშები ყველა მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაც შეეხება "მეტალურგთან" მატჩს, რთული იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ რომ სასურველი შედეგით დავასრულოთ შეხვედრა".

 

ზურაბ მენთეშაშვილი:"გუნდში მშვენიერი განწყობაა. ძალიან დიდი მონდომებით ვემზადებით ამ მატჩისთვის. დანაკლისი გვაქვს - ელიავა ვერ ითამაშებს ყვითელი ბარათების გამო. სულ მალე გიორგი ხიდაშელი შემოგვიერთდება და შეძლებს გუნდის დახმარებას. სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგშია და რუსთავიდან სამი ქულის წამოღებას ვეცდებით".

 

მეგი კუპატაძე, www.allsport.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012