Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

01.11.2012

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეთორმეტე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთორმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები საკუთარ ბაზაზე მარტვილის ”მერანის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, რობაქიძე, გაგოშიძე, შალამბერიძე, ბენაშვილი (ხუჯაძე, 79), კიკნაველიძე, გაჩეჩილაძე (შარვაძე, 46), კიკნაძე, სარდალიშვილი, ჭანტურიშვილი, შინდაგორიძე (ჯიქიძე, 58).

 

მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის კალენდრის თანახმად, დღევანდელ მატჩში მასპინძელი "მერანი" უნდა ყოფილიყო და შეხვედრა სენაკის ცენტრალურ სტადიონზე უნდა გამართულიყო. თუმცა, გუნდები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მატჩი ზესტაფონელთა ბაზაზე ჩატარებულიყო...

 

შეხვედრის პირველი ტაიმი ზესტაფონელთა გარკვეული სათამაშო უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა აშკარა საგოლე მომენტების შექმნაში ეს უპირატესობა არ ასახულა. შედეგად, ძალიან დაძაბული დაპირისპირების პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ანგარიში მარტვილელებმა გახსნეს - 50-ე წუთზე იმერელთა საჯარიმოში ოლეგ კურტანიძე შეიჭრა და ძლიერი დარტყმით ბურთი კახა მეშველიანის კარის ბადეში გადაგზავნა. ნომინალურმა სტუმრებმა ანგარიში ზუსტად ხუთ წუთში გაათანაბრეს - მარტვილელთა დაცვის უყურადღებობით ბერდია შარვაძემ კარგად ისარგებლა. მატჩის დასრულებამდე საკმაოდ დიდი დრო იყო დარჩენილი და ზესტაფონელებმა მატჩის მოსაგებად გაიწიეს, თუმცა საყაიმო ანგარიში აღარ შეცვლილა, ფრე - 1-1.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012